შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავარობას შორის სასოფლო სამეურნეო და კვების მრეწველობის დარგში ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.1996
ძალაში შესვლა 05.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000026
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/12/1997
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | რუმინეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავარობას შორის სასოფლო სამეურნეო და კვების მრეწველობის დარგში ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავარობას შორის
სასოფლო სამეურნეო და კვების მრეწველობის დარგში
ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობის შესახებ
საქართველო და რუმინეთი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
მხედველობაში იღებენ რა ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი აქვთ ორივე სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში,
ითვალისწინებენ რა ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა დარგებში საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური ვაჭრობის, მეცნიერულ-ტექნიკური ურთიერთობების განვითარების დიდ მნიშვნელობას,
ეყრდნობიან რა თანასწორუფლებიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებს,
დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისა და აყვავებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგში თანამშრომლობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები განავითარებენ ურთიერთთანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის შემდეგ დარგებში:
-
მემცენარეობა: მარცვლოვანი კულტურები, ხილი და ბოსტნეული, მაღალ პროდუქტიული ჯიშების დანერგვა;
-
მოსავლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და კვების მრეწველობა;
-
მცენარეთა დაცვის პროექტების ერთობლივი განხორციელება;
-
ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს შენარჩუნება;
-
ბუნებრივი საძოვრების კომპლექსური გამოყენება;
-
მეფრინველეობა;
-
ცხოველთა განაშენიანება, ჯიშთა გაუმჯობესებისა და ხელოვნური განაყოფიერების განხორციელების ჩათვლით;
-
ვეტერინალური წამლებით და ვაქცინებით მომარაგებისა და ერთობლივი წარმოების ორგანიზაცია;
-
მთიანი ზონის განვითარება სასოფლო ტურიზმის ჩათვლით;
-
სოფლის მეურნეობის მექანიზაცია;
-
ირიგაციები და ნიადაგის აღდგენა.
მუხლი 2🔗
მხარეები ითანამშრომლებენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგებში შემდეგი მნიშვნელობით:
-
ურთიერთსაინტერესო ინფორმაციას, ნორმატიული დოკუმენტების, სტანდარტების და პროდუქციის ნიმუშების გაცვლით;
-
სანიტარულ-ვეტერინალურ, კარანტინისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების დადება;
-
სამეცნიერო გამოკვლევებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების პროექტების ერთობლივი განვითარება და განხორციელება;
-
მემცენარეობის დარგში ახალი სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების გაცნობა;
-
ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების პროექტების განვითარება და განხორციელება (ნიადაგი, წყალი, საძოვრები, მრავალწლიანი მცენარეების პლანტაციები);
-
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგში ფერმერთა, ბიზნესმენთა და სპეციალისტთა შეხვედრების ორგანიზების მხარდაჭერა;
-
სპეციალისტთა მოსამზადებელი პროგრამების ერთობლივი ორგანიზება.
მუხლი 3🔗
საქმიანობის, მიზნებისა და თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრის მიზნით, ასევე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგში თანამშრომლობის მდგომარეობის ანალიზისათვის, მხარეები შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეიკრიბება წელიწადში ერთხელ, საქართველოში და რუმინეთში, მონაცვლეობით. თითოეული მხარე, როგორც წესი დაფარავს თავისი დელეგაციის ხარჯებს.
მუხლი 4🔗
ერთობლივი საქმიანობის პერიოდში მიღებული შედეგები ეკუთვნის ორივე მხარეს. თითოეული მხარე ვალდებულებას კისრულობს წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღებამდე არ გადასცეს მესამე მხარეს და არ გამოაქვეყნოს როგორც მეორე მხრიდან მიღებული ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია, ასევე ერთობლივი საქმიანობის შედეგები.
ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური შედეგების გამოყენება მოხდება დამოუკიდებლად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 5🔗
ამ შეთანხმების განხორციელებისათვის კომპეტენტური ორგანოებია:
-
საქართველოს სახელით: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
-
რუმინეთის სახელით: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
მუხლი 6🔗
ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები ან დამატებები იქნას თითოეული მონაწილე მხარის ინიციატივის საფუძველზე და ორივე მხარის თანხმობით. ცვლილებები და დამატებები უნდა ექვემდებარებოდეს მე-7 მუხლის 1 პუნქტში ხსენებულ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურას;
მუხლი 7🔗
შეთანხმება განხილულ უნდა იქნას ორი მხარის ქვეყნების შიდა კანონმდებლობის შესაბამისად და შევა ძალაში შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო შეტყობინების თარიღიდან 30 დღის შემდეგ.
ეს შეთანხმება იდება 5 წლის ვადით და მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება ახალი 5-წლიანი ვადით, თუ შესაბამისი ვადის გასვლამდე ყველაზე მცირე 6 თვით ადრე არც ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას დენონსირება გაუკეთოს აღნიშნულ შეთანხმებას.
შეთანხმების ვადის გასვლამ არ უნდა შეუშალოს ხელი იმ საქმიანობის დასრულებას, რომლებიც დაწყებულია, მაგრამ არ დამთავრებულა.
შესრულებულია ქალაქ თბილისში 1996 წლის 26 მარტს, ორ ეგზემპლარად თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტების დროს აზრთასხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
რუმინეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)