„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №22758
2017 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დანართი №2-ის მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
„მუხლი 4. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების წარდგენა
1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოს წარუდგინოს განცხადება „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“, საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების აღიარების მიზნით.
2. გადასახადის გადამხდელის/წარმომადგენლის მიერ „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ განცხადების წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ფორმით, დანართი №7-ის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
ბ) დანართი №6-ის შემდეგ დაემატოს დანართი №7 თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გ . თაბუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.08.2017. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №22758. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016419.
- სად არის „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22758, 30.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016419 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3806525/