„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს
გადაწყვეტილება№1/34
2017 წლის 31 მარტი
ქ.თბილისი
„საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსრეგლამენტისდამტკიცებისშესახებ“საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს2007წლის25სექტემბრის№1/208-2007გადაწყვეტილებაში ცვლილებისშეტანისთაობაზე
1.„საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსრეგლამენტისდამტკიცებისშესახებ“საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს2007წლის25სექტემბრის №1/208-2007გადაწყვეტილებითდამტკიცებულ „საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსრეგლამენტში“შეტანილიქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-9 მუხლის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ქვეპუნქტი:
„ა1) თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორსა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს; განსაზღვრავს დამოუკიდებელი ინსპექტორისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლების მიერ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესს, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესს;“;
ა.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) დამოუკიდებელი ინსპექტორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელისა და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;“;
ბ) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის მოხელეებისა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარისა;“;
გ) 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271–274 მუხლები:
„მუხლი 271 . იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური
1. მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური (შემდგომში – ინსპექტორის სამსახური).
2. ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
4. ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას უზრუნველყოფს ინსპექტორის სამსახურის აპარატი, რომელიც წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
5. ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 272. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
2. დამოუკიდებელინსპექტორად შეიძლებააირჩეს საქართველოსმოქალაქე, რომელსაცაქვსუმაღლესიიურიდიულიგანათლება,სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად.
4. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას.
5. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას.
6. გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
7. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.
8. კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თითოეულ კანდიდატს წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
9. დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის თანამდებობაზე არჩევა ფორმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
10. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გონივრული ვადით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებასა და უფლებამოსილების გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევას, ხოლო დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის ასარჩევად კონკურსის ორგანიზებას უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
მუხლი 273. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი
1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი (შემდგომში – მენეჯმენტის დეპარტამენტი), რომელიც წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. მენეჯმენტის დეპარტამენტის საქმიანობის წესი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.
3. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 274. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ასარჩევად.
2.იუსტიციისუმაღლესმასაბჭომმენეჯმენტისდეპარტამენტისთავმჯდომარედშეიძლებააირჩიოსსაქართველოსმოქალაქე,რომელსაცაქვსუმაღლესიიურიდიულიგანათლებადასპეციალობითმუშაობისარანაკლებ5წლისგამოცდილება.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად.
4. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას.
5. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას.
6. გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
7. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერცერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.
8. კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა თითოეულ კანდიდატს წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
9. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თანამდებობაზე არჩევა ფორმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“.
2. ესგადაწყვეტილებაამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.
ლევანმურუსიძე
საქართველოსიუსტიციის
უმაღლესისაბჭოსმდივანი