„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს
გადაწყვეტილება №1/35
2017 წლის 31 მარტი
ქ.თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) გადაწყვეტილებითდამტკიცებული„საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსაპარატისდებულების(დანართი1)“:
ა.ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის მოხელეებისა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარისა;“;
ა.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“;
ა.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ-თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატი;
თ) სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.“;
ა.გ) მე-6 მუხლის:
ა.გ.ა) პირველი პუნქტის „თ-კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“;
ა.დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ახორციელებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;“;
ა.ე) 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავებას, ახორციელებს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მათ წარმომადგენლობებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის დამყარებას და მის შემდგომ წარმართვას;
ბ) ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებას, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უცხო ქვეყნების სათანადო პრაქტიკის მოძიებასა და შესწავლას;
დ) ახდენს საზოგადოების ინფორმირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს, უზრუნველყოფს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის დამყარებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, აგრეთვე სხვადასხვა სახის ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებას;
ვ) ამზადებს ყოველდღიური პრესის მიმოხილვას, უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფოტო, ვიდეო და სხვა საინფორმაციო მასალების არქივის შექმნას, ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ამსახველ საგამომცემლო მასალებს;
ზ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსებას;
თ) განსაზღვრავს სასამართლო სისტემის ერთიან საკომუნიკაციო პოლიტიკასა და შეიმუშავებს სტრატეგიას; უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, განახლებასა და კორექტირებას. აღნიშნულის მიზნით, საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვს ინფორმაციას მიმდინარე რეფორმებისა და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, ქმნის და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების წარმომადგენლების მონაწილეობით;
ი) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ მუშაობას; ხელს უწყობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საერთო სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლობას.
2. საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შემადგენლობაშია საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.“;
ა.ვ) 72 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას ახორციელებს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას.“;
ა.ზ) 72 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 73-74 მუხლები:
„მუხლი 73. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატი
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატი:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
ბ) დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების დროს უფლებამოსილია გაეცნოს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები;
გ) უფლებამოსილია როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს, სასამართლოს აპარატის თანამშრომელს, მიიწვიოს სხვა პირი და მიღოს მისგან დამატებითი ინფორმაცია;
დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად საჩივრის (განცხადების) წარმოდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრის (განცხადების) ავტორს;
ე) იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი (განცხადება) ანონიმური ხასიათისაა, ან მიმართულია ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, ან მასში მითითებული საფუძვლით მოსამართლის მიმართ უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება, საჩივრის (განცხადების) მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხსენებითი ბარათით მიმართავს დამოუკიდებელ ინსპექტორს დისციპლინური სამართალწარმოების არდაწყების თაობაზე;
ვ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტების პროექტებს;
ზ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;
თ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ი) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.
მუხლი 74. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი
1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტზე ზედამხედველობის მიზნით, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს;
ბ) საერთო სასამართლოებისა და მოსამართლეთა დატვირთულობის დადგენისა და სასამართლოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის, საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით უზრუნველყოფს სასამართლო სტატისტიკის მასალების ანალიტიკურ დამუშავებას, განზოგადებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას;
გ) შეისწავლის საპროცესო ვადების დაცვის თაობაზე და საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებთან დაკავშირებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდან გადმოგზავნილ მასალებს, განაზოგადებს მათ და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს შესაბამისი მოხსენებითი ბარათით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს;
დ) განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივ მაჩვენებლებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის სტანდარტებს, ყოველწლიურ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს;
ე) უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და საერთო სასამართლოების მოხელეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და ადეკვატური პროცედურების დანერგვას, მათ პერმანენტულად გამარტივებას, ხარისხის კონტროლსა და გაუმჯობესებას;
ვ) ქმნის ხარისხის ჯგუფს და კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას; ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახდენს საერთო სასამართლოებში არსებული პრობლემებისა და პოზიტიური გამოცდილების იდენტიფიცირებას, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის აუდიტს; თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ამოწმებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან, ამ მიზნით ახორციელებს პერიოდულ ვიზიტებს საერთო სასამართლოებში;
თ) ქმნის და სისტემატურად აუმჯობესებს მოქალაქეებისა და მოხელეებისაგან მიღებული უკუკავშირის (საჩივრების, შენიშვნების, იდეების, პრობლემების) ეფექტური მართვის მექანიზმს; უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მომსახურებით მოქალაქეების კმაყოფილების დონის შესწავლას და ამ მიზნით სპეციალური კვლევების ჩატარებას;
ი) ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს სასამართლოს მოხელეთა ტრენინინგ-საჭიროებებს, ხელს უწყობს მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მოტივაციის ზრდას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
ლ) იკვლევს სერვისებისა და პროცედურების ხარისხთან დაკავშირებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას; უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და მოხელეთა ინფორმირებას, ბუკლეტებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებას, განთავსებასა და პერიოდულ განახლებას;
მ) ახორციელებს საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაში მოსამართლეთა შესაბამის კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში რეგისტრაციას, რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანას, რეგისტრაციის მონაცემების გაუქმებას, ასევე, უზრუნველყოფს მოსამართლის შვებულების, მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.“.
ბ) გადაწყვეტილებითდამტკიცებული„საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსაპარატისსაშტატონუსხადამოსამსახურეთათანამდებობრივისარგოები(დანართი2)“ჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:
„დანართი2
საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსაპარატისსაშტატონუსხადა
მოსამსახურეთათანამდებობრივისარგოები
| № | თანამდებობისდასახელება | საშტატოერთეულისრაოდენობა | თანამდებობ რივი სარგო |
|
| სამართლებრივიდამატერიალურიუზრუნველყოფისდეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტისუფროსი | 1 | 2800 |
| I | სამართლებრივსაკითხთასამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოსუფროსი | 1 | 2280 |
| 2. | უფროსიკონსულტანტი | 1 | 1450 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 1250 |
| II | საფინანსო-სამეურნეოსამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოსუფროსი | 1 | 2280 |
| 2. | მთავარიბუღალტერი | 1 | 1550 |
| 3. | უფროსიკონსულტანტი | 2 | 1450 |
| 4. | კონსულტანტი | 2 | 1250 |
| 5. | დამხმარემოსამსახურე |
|
|
| 5.1 | საბჭოსმდივნისმძღოლი | 1 | 770 |
| 5.2 | საბჭოსწევრისმძღოლი | 6 | 700 |
| 5.3 | მძღოლი | 1 | 700 |
| 5.4 | დამლაგებელი | 3 | 550 |
|
| სულ | 22 |
|
|
| ორგანიზაციულიუზრუნველყოფისდეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტისუფროსი | 1 | 2800 |
| I | კანცელარია |
|
|
| 1. | კანცელარიისუფროსი | 1 | 1550 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 1450 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 1250 |
| 4. | იუსტიციისუმაღლესისაბჭოსწევრისრეფერენტი | 5 | 900 |
| II | მანდატურისსამსახური |
|
|
| 1. | ცვლისუფროსი | 1 | 1120 |
| 2. | მანდატური | 5 | 980 |
| III | საინფორმაციოტექნოლოგიებისსამსახური |
|
|
| 1. | კონსულტანტი | 1 | 1250 |
|
| სულ | 16 |
|
|
| სამოსამართლოეთიკისდეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტისუფროსი | 1 | 2800 |
| I | სისხლისსამართლისსაქმეებზესამოსამართლოეთიკისსამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოსუფროსი | 1 | 2280 |
| 2. | უფროსიკონსულტანტი | 1 | 1450 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 1250 |
| II | სამოქალაქოსაქმეებზესამოსამართლოეთიკისსამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოსუფროსი | 1 | 2280 |
| 2. | უფროსიკონსულტანტი | 1 | 1450 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 1250 |
| III | ადმინისტრაციულსაქმეებზესამოსამართლოეთიკისსამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოსუფროსი | 1 | 2280 |
| 2. | უფროსიკონსულტანტი | 1 | 1450 |
| | სულ | 9 |
|
|
| ადამიანურირესურსებისმართვისდეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტისუფროსი | 1 | 2800 |
| I | ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვისა და ანალიზის სამმართველო |
|
|
| 1. | უფროსიკონსულტანტი | 2 | 1450 |
| 2. | კონსულტანტი | 4 | 1250 |
|
| სულ | 7 |
|
|
| საერთაშორისოთანამშრომლობისადა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტისუფროსი | 1 | 2800 |
| 2. | დეპარტამენტისუფროსისმოადგილე | 1 | 2470 |
| I | საერთაშორისოთანამშრომლობისსამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოსუფროსი | 1 | 2280 |
| 2. | უფროსიკონსულტანტი | 1 | 1450 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 1250 |
| II | საზოგადოებასთანურთიერთობისსამსახური |
|
|
| 1. | სამსახურისუფროსი | 1 | 2280 |
| 2. | პრეს-მდივანი (უფროსიკონსულტანტი) | 1 | 1450 |
|
| სულ | 7 |
|
|
| მოსამართლისსაქმიანობისშეფასებისმართვისდეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 2800 |
| 2. | უფროსიკონსულტანტი | 2 | 1450 |
| 3. | კონსულტანტი | 4 | 1250 |
|
| სულ | 7 |
|
|
| დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატი |
|
|
| 1. | უფროსიკონსულტანტი | 1 | 1450 |
| 2. | კონსულტანტი | 1 | 1250 |
|
| სულ | 2 |
|
|
| სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის თავმჯდომარე | 1 | 2800 |
| 2. | უფროსიკონსულტანტი | 1 | 1450 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 1250 |
|
| სულ | 3 |
|
|
| სულჯამში | 73“. |
|
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.
ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი