„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/226

2017 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აუცილებელი პირობები

საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს/დანიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა.“;

ბ) 131 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

     „მუხლი 132. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს

1. 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული, სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების მქონე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია მოსამართლის წერილობითი განცხადების წარდგენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

2. წარდგენილ განცხადებათა რაოდენობიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს მათი განხილვის პრიორიტეტულობა და რაოდენობა მოსამართლის საქმიანობის შეფასების პერიოდის დაწყების თარიღის გათვალისწინებით.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეულ განცხადებებთან დაკავშირებით მომზადებულ ინფორმაციას მოსამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, აღნიშნულ საკითხს განიხილავს მოსამართლის დაუსწრებლად. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოიწვიოს მოსამართლე გასაუბრებაზე შესაბამისი განმარტების მისაღებად.

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს ინფორმაციას კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ შეფასების პროცედურების შეწყვეტის თაობაზე. იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ გრძელდება შეფასების პროცედურები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი ხელს არ უშლის მოსამართლეს განმეორებით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ განცხადებით იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ, რომლებიც საფუძვლად დაედო განცხადების განხილვაზე უარს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურის დასრულებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოსამართლის მიერ განხილულ, საერთო სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 5 საქმეს, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორის, არანაკლებ 2 საქმეს, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმეთა შერჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში შემთხვევითობის პრინციპით მათ შერჩევას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოდან მიღებული საქმეთა ნუსხის მიხედვით. ამ ფორმით საქმეთა შერჩევის შეუძლებლობისას საქმეთა შერჩევის წესს განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

6. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 122 მუხლის შესაბამისად ახორციელებს მოსამართლის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მოსამართლის შესახებ ინფორმაციის მოძიების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ინფორმაციის მოძიების შედეგები წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმეები, მოძიებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები სრულყოფილად შეისწავლოს 1 თვის ვადაში. შესწავლის პროცესის დასრულებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს მოსამართლეებთან გასაუბრებას.

7. გასაუბრების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი დამოუკიდებლად ავსებს „მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 1 დეკემბრის №1/104 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმას.

8. შეფასების ფორმაში შეტანილ ინფორმაციას 3 სამუშაო დღის ვადაში აჯამებს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი, რის შემდეგაც იგი შეჯამების შედეგებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეჯამების შედეგების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მოსამართლეს თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად.

9. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.

10. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს თანამდებობაზე უვადოდ გაამწესებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

11. თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.“;

გ) 272 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.“.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                               გიორგი მიქაუტაძე