„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,070 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 14.03.2019 საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 21.04.2017 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.04.2016 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 27.06.2017 საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 95% 26.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №23 2017 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 13​1 მუხლის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულება“. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგიორგი ფანგანი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების რეგულირების სფერო  „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულება“ (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 13​1 მუხლის საფუძველზე და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) აპარატში დასაქმებისათვის ადგენს ძირითად მოთხოვნებს, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის წესს, აგრეთვე კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენის მიზნით ღია ან გამარტივებული კონკურსის ჩატარების სამართლებრივ საფუძველსა და პროცედურებს. მუხლი 2🔗. კონკურსი. კონკურსის ჩატარების პრინციპები 1.  კონკურსი არის ამ დებულებით დადგენილი წესით საუკეთესო კანდიდატის შერჩევა კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2.  კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ტარდება ღია კონკურსი. კომისიის აპარატში პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმების მიზნით ცხადდება გამარტივებული კონკურსი. 3.  კონკურსი ტარდება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗. კონკურსის გამოცხადების ზოგადი წესი. ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. კომისიის აპარატში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით. 2. ყველა იმ საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც გათვალისწინებულია ამ დებულებით (ღია ან გამარტივებული კონკურსის ჩატარების შეტყობინების გამოქვეყნება და მასში ცვლილების შეტანა, შესაბამისი განაცხადების მიღება-დამუშავება, კონკურსის შედეგების თაობაზე შეტყობინებების გაგზავნა, საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო კომისიის საოქმო უზრუნველყოფა და ა. შ.), უზრუნველყოფს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი. მუხლი 4🔗. ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1.  კომისიის აპარატში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს. 2. პირი კომისიის აპარატში არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისათვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან კომისიაში დასაქმებისათვის არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. კომისიის აპარატში ღია კონკურსით გამოცხადებული ყველა იერარქიული რანგის თანამდებობისათვის სპეციალური ან/და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომისიის თავმჯდომარის იმავე ბრძანებით, რომლითაც ცხადდება შესაბამისი კონკურსი. ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს კომისიის წევრებთან. თავი II ღია კონკურსის ორგანიზება და ჩატარება მუხლი 5🔗. საკონკურსო კომისია 1.   კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენას, შერჩევასა და კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენას უზრუნველყოფს კომისიის საკონკურსო კომისია. 2.   საკონკურსო კომისია პასუხისმგებელია კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების შეფასებაზე, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენასა და ამ მიზნით ამ დებულებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულების განხორციელებაზე. მუხლი 6🔗. საკონკურსო კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა 1.  კომისიის აპარატში ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას საკონკურსო კომისიის შექმნის თაობაზე. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში სავალდებულო წესით შედიან კომისიის თავმჯდომარე და წევრები, აგრეთვე კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტისა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკონკურსო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნენ კომისიაში დასაქმებული სხვა პირებიც. 3.  საკონკურსო კომისიის წევრად, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს დამოუკიდებელი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის კომისიასთან. 4.  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 5.  საკონკურსო კომისიის წევრთა შრომა არ ანაზღაურდება. მუხლი 7🔗. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი 1.  საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. 2.  საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის  ხმა. 3.  საკონკურსო კომისია, ამ დებულების შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. 4.  საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას. 5.  საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება საკონკურსო კომისიის მოსაზრებებს, უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6.  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ოქმს აწარმოებს საკონკურსო კომისიის წევრი ან არაწევრი კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის წარმომადგენელი. 7.  საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში. მუხლი 8🔗. საკონკურსო კომისიის წევრის აცილება 1.  საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, ღია კონკურსის დაწყებამდე ან, თუ ეს შეუძლებელია, კონკურსის ნებისმიერი ეტაპის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაში. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3.  თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის თაობაზე საკონკურსო კომისიისათვის ცნობილი გახდება ღია კონკურსის მიმდინარეობისას, ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ ცნობილი გახდება ღია კონკურსის დასრულების შემდგომ, საკონკურსო კომისიის წევრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. მუხლი 9🔗. ღია  კონკურსის გამოცხადება 1.   კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება ღია კონკურსი. 2.   ღია კონკურსის გამოცხადება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge, ისე კომისიის ვებგვერდისა და სხვა შესაბამისი ვებგვერდის მეშვეობით. ღია კონკურსის გამოცხადების ხარჯებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურებს კომისია. მუხლი 10🔗. ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება. შეტყობინებაში ცვლილების შეტანა 1.   ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კომისიის დასახელებას; ბ) კომისიის აპარატში ღია კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; გ) კანდიდატისადმი წაყენებულ მოთხოვნებს; დ) ღია კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქციებს; ე) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ვ)  წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს; ზ) განაცხადის წარდგენის ვადას; თ) ინფორმაციას ღია კონკურსის ეტაპების შესახებ; ი) საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; კ) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სხვა საჭირო ინფორმაციას. 2.   ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება. 3.   ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს ახალი კონკურსის გამოცხადებას. კომისია ვალდებულია, არსებითი ცვლილებისა და ღია კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანამდე. ამ შემთხვევაში კანდიდატს ახალი განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა. მუხლი 11🔗. ღია კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადის წარდგენა 1. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარსადგენად კანდიდატს ეძლევა ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან არანაკლებ ათი სამუშაო დღის ვადა. 2. კანდიდატი ვალდებულია, საკონკურსო კომისიას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 3. ღია კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. მუხლი 12🔗. ღია კონკურსის ეტაპები ღია კონკურსის ეტაპებია: ა)  კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რაც გულისხმობს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.  მუხლი 13🔗. კანდიდატის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა 1.   ღია კონკურსის პირველი ეტაპია კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რასაც უზრუნველყოფს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 2. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი წარუდგენს საკონკურსო კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება საკონკურსო კომისიის წევრების ხელმოწერით. მუხლი 14🔗. კანდიდატისათვის პირველი ეტაპის შედეგების შეტყობინება 1. ღია კონკურსის მეორე ეტაპამდე 7 სამუშაო დღით ადრე საკონკურსო კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ. 2. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია, კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი. 3. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს  განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით. კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი ვალდებულია, მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ხელახლა შეისწავლოს განაცხადის  ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს საკონკურსო კომისიასა და კანდიდატს. 4. კანდიდატს, რომლის მიერ წარდგენილი განაცხადიც აკმაყოფილებს კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს, კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი გონივრულ ვადაში ატყობინებს ღია კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე. 5. ღია კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს  საკონკურსო კომისია. მუხლი 15🔗. კანდიდატის შეფასება 1.  ღია კონკურსის მეორე ეტაპია კანდიდატის შეფასება, რომელიც ხორციელდება გასაუბრების მეშვეობით და მიზნად ისახავს კანდიდატის ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის შესაბამისობის შემოწმებას კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან. 2.  საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ღია კონკურსის მეორე ეტაპი შეიძლება მოიცავდეს თემატურ წერილობით ან/და ზეპირ დავალებას. მუხლი 16🔗. საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და ღია კონკურსის შედეგების გამოცხადება 1.   ღია კონკურსის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია კანდიდატების დაუსწრებლად აფასებს კანდიდატის შესაბამისობას კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან. შერჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრის შედეგად მიიღებს საკონკურსო კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობას. 2.   ღია კონკურსის შედეგების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 17🔗. შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენა და თანამდებობაზე დანიშვნა 1.   ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისია კომისიის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს. 2. კანდიდატი თანამდებობაზე ინიშნება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, თუ კომისიის თავმჯდომარე და კანდიდატი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 3.   შერჩეული კანდიდატი კომისიის აპარატის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ ან გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. მუხლი 18🔗. ღია კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება 1.   ღია კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობისათვის წარდგენილ არ იქნა არც ერთი განცხადება, კანდიდატები ვერ გადალახავენ კონკურსის პირველ ეტაპს ან თუ ღია კონკურსის მეორე ეტაპის შემდგომ საკონკურსო კომისია დასაბუთებულ უარს განაცხადებს კომისიის აპარატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. 2.   ღია კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება ფორმდება შესაბამისი ოქმით და დასტურდება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ხელმოწერით. მუხლი 19🔗. ღია კონკურსის შეწყვეტა 1. კომისიის აპარატში რეორგანიზაციის მიმდინარეობისას ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული ღია კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე. 2.  კომისია ვალდებულია, ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატებს გონივრულ ვადაში აცნობოს კონკურსის შეწყვეტის შესახებ. თავი III გამარტივებული კონკურსი მუხლი 20🔗. გამარტივებული კონკურსით პირის კომისიის აპარატში დასაქმება 1.    კომისიის აპარატში პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დანიშვნის მიზნით ცხადდება გამარტივებული კონკურსი. 2.   კომისიის აპარატში პირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ინიშნება   დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 21🔗. გამარტივებული კონკურსის გამოცხადება გამარტივებული კონკურსი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით. მუხლი 22🔗. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება და განაცხადის წარდგენა 1.   გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) კომისიის სახელწოდებასა და მისამართს; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობას; დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ; ე) წარსადგენად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს; ვ) განაცხადის წარდგენის ვადას; ზ) ინფორმაციას კონკურსის ეტაპების შესახებ. 2.   გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა ხდება ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებული წესით. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ტექნიკური ან/და არსებითი ცვლილების შეტანა ხდება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. მუხლი 23🔗. გამარტივებული კონკურსის ეტაპები გამარტივებული კონკურსის ეტაპებია: ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა; ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. მუხლი 24🔗. გამარტივებული კონკურსის ჩატარება 1.      განაცხადების გადარჩევას ახორციელებს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი. 2.  განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი და კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 3. გამარტივებული კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი და კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მუხლი 25🔗. გამარტივებული კონკურსის შედეგები და კანდიდატის დანიშვნა 1. გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით. 2. კომისიის აპარატში პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დანიშვნის ვადა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარისა და კანდიდატის შეთანხმებით, კომისიის მიზნებიდან გამომდინარე.  მუხლი 26🔗. გამარტივებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება ან შეწყვეტა გამარტივებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება ხდება ამ დებულების მე-18 მუხლის შესაბამისად, ხოლო შეწყვეტა – მე-19 მუხლის შესაბამისად. თავი IV უფლების დაცვა მუხლი 27🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება სასამართლოში 1. ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ღია კონკურსის საბოლოო შედეგის თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ღია კონკურსის მონაწილე კანდიდატის მიერ კონკურსის შედეგის სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას.