„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №78 |
|
2017 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/06/2013; სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016196) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „რ“ - „უ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „რ) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოცდილების გაზიარების მიმართულებების განსაზღვრა; ს) გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი, გამოცდილების გაზიარების მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და გამოცდილების გაზიარების პორტალზე (შიდა სერვერზე) ინფორმაციის განთავსება და ადმინისტრირება; ტ) გამოცდილების გაზიარებიდან მიღებული შედეგის მონიტორინგი აღსრულების პროცესში და გამოცდილების გაზიარების პრიორიტეტებზე რეკომენდაციების შემუშავება; უ) გამოცდილების გაზიარების კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება.“. 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ) გამოცდილების გაზიარების განყოფილება.“. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. გამოცდილების გაზიარების განყოფილების კომპეტენციაა: ა) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოცდილების გაზიარების მიმართულებების განსაზღვრა; ბ) გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი; გ) საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამისი სპეციალისტების/ექსპერტების მოწვევა კომპეტენციის ფარგლებში; დ) გამოცდილების გაზიარების მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა, გამოცდილების გაზიარების პორტალზე (შიდა სერვერზე) ინფორმაციის განთავსება და ადმინისტრირება; ე) გამოცდილების გაზიარებიდან მიღებული შედეგის მონიტორინგი აღსრულების პროცესში; ვ) გამოცდილების გაზიარების პრიორიტეტებზე რეკომენდაციების შემუშავება; ზ) გამოცდილების გაზიარების კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016528.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №78, 21.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016528 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3807804/