შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის
კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის
სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეები“,
− ითვალისწინებენ რა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარმოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის აუცილებლობას,
შეთანხმდნენ:
მხარეები სრულყოფენ სოფლის მეურნეობის დარგის მართვასა და ინტეგრირებულ დაგეგმვას.
მხარეები, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგში მიღებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის მიზნით, განავითარებენურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:
− მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა სელექციის დარგში უმდიდრესი გენოფონდის გამოყენება გენეტიკის, ბიოტექნოლოგიის, გენური ინჟინერიის თანამედროვე მეთოდების და სათანადო საკვლევი ბაზის შექმნის საფუძველზე;
− ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების მდიდარი გენოფონდის ბაზაზე ტრანსგენური საწყისი ფორმების გამოვლინება სელექციაში; მავნე ორგანიზმებისა და სტრესული მოვლენებისადმი შედარებით გამძლე ფორმებისა და ჯიშების მიღება და დაჩქარებითი მეთოდებით გამრავლება;
− თუთის დაავადებაგამძლე და აბრეშუმხვევიას პერსპექტიული ჯიშების საქართველოში დანერგვა;
− ეთერზეთოვანი კულტურის მოყვანა, ნედლეულის დამზადება, გადამუშავება და რეალიზაცია;
− მებოსტნეობის განვითარება;
− ჩაის ნედლეულის გადამუშავების სამრეწველო ბაზის რეკონსტრუქცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; ასევე, ჩაის ახალი, მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოყვანისა და მოვლის გამოცდილების, აგროტექნიკური ღონისძიებების კომპლექსის მიღწევების შესწავლა;
− მერძეულიმიმართულების მაღალპროდუქტიული ფერმების შექმნის მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიების შემუშავება და ერთობლივ საწარმოებში დანერგვა;
− მეფრინველეობის საწარმოებისათვის მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიების შემუშავება და ერთობლივ საწარმოებში დანერგვა.
ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროები დაამყარებენ მჭიდრო კავშირებს და შეადგენენ თანამშრომლობის კონკრეტულ პროგრამებს.
მხარეები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ ორივე ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური დაწესებულებების თანამშრომლობას.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 3 წლის განმავლობაში.
შეთანხმების მოქმედება გრძელდება ყოველი შემდგომი სამი წლით, თუ რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე
კარი 6
შეთანხება შედგენილი ქ. პეკინში, 1993 წლის 3 ივნისს, ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |