„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსურის მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება № 2
2017 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, 331 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან ამოღებულ იქნეს ნომერი 14.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვალერიან ხასაშვილი
დანართი 1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
|
№ |
პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) |
ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
|
პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი |
მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყოფელი |
სიაში შეყვანის თარიღი |
სხვა ინფორმაცია |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
|
331 |
სახელები: 1. კევინ (Kevin) 2. ჯორდან (JORDAN) 3. აქსელ (AXEL) 4.გუიავარჩი (Guiavarch) დაბ.თარიღი: 12 მარტი, 1993 დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი ეროვნება/მოქალაქეობა: ფრანგი |
|
პასპორტის ნომერი: ფრანგული პასპორტი: 12CP63882.3FRA გაცემულია 2012 წლის 31 ივლისს (ძალაშია 2022 წლის 30 ივლისამდე) პირადი ნომერი: ფრანგული პირადობის მოწმობის ნომერი 070275Q007873 გაცემულია 2007 წლის 16 თებერვალს (ძალაშია 2017წლის 15 თებერვლამდე) |
ა) გრენობლე, საფრანგეთი 1993 წლიდან 2012 წლამდე (Grenoble, France) ბ) სირიის არაბთა რესპუბლიკა (2012-2016 წლებში) გ) თურქეთი 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის იანვრამდე) დ) საფრანგეთი (პატიმრობაშია 2017 წლის იანვრიდან) |
23.09.14 (ცვლილება 24.06.16 27.08.17) |
ფრანგი ტერორისტი მებრძოლი, რომელიც ასოცირებულია AL-NUSRAH FRONT FOR THE PEOPLE OF THE LEVANT-თან (იურიდიულ პირთა სიაში №139) და Al-Qaida in Iraq-თან (იურიდიულ პირთა სიაში №83) ხელს უწყობდა უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა მოგზაურობას საფრანგეთიდან სირიაში. ძალადობრივი პროპაგანდის აქტივისტი ინტერნეტით. დაკავების შესახებ მოთხოვნა ფრანგული უწყებების მიერ გამოცემულ იქნა 2014 წელს და აღსრულდა 2017 წლის იანვარში, თურქეთიდან მისი გამოძევების შემდეგ, სადაც 2016 წლის ივნისში დაიჭირეს.
|