საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
მიღების თარიღი 08.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/1/604
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე აპოლონ გადელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.FootnoteTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის
განჩინება №2/1/604
2017 წლის 8 სექტემბერი
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება:
საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების და „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №604) მიმართა საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 22 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 11 ნოემბერს, 2015 წლის 11 თებერვალსა და 2015 წლის 9 სექტემბერს.
2. №604 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლი.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტები განსაზღვრავს პირადობის მოწმობაში ელექტრონული მატარებლის შემცველობას და აწესებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსასაზღვრ საკითხებს.
4. „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანების მე-5 მუხლი განსაზღვრავს მოწმობის შემადგენელი ორი მიკროსქემის – კონტაქტურის და უკონტაქტოს მინიმალურ მოთხოვნებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.
6. №604 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილია ამონარიდები ბიბლიიდან და წმინდა წერილიდან, ასევე უცხოელი მეცნიერების დასკვნები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ ელექტრონული ბარათები და პირადობის მოწმობები შესაძლოა იყოს ე.წ. ანტიქრისტეს ბეჭედი. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ პირადობის მოწმობის გარეშე ადამიანი არ ითვლება სრულფასოვან მოქალაქედ და მას შეზღუდული აქვს რიგი უფლებების განხორციელება. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ პირადობის მოწმობები არსებული ფორმით შეიცავს საფრთხეს, რომ ვერ მოხდება მასში მოთავსებული ინფორმაციის დაცვა და ადვილად მოხდება მისი გაყალბება.
7. მოსარჩელე მხარეს რწმენის თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნია პირადობის მოწმობის გამოყენება იდენტიფიცირებისა და ტრანზაქციების განხორციელების მიზნებით. მისი აღების გარეშე კი მოქალაქე მოკლებულია რიგი ქმედებების განხორციელებას. ამასთან, მოსარჩელე მხარე პრობლემურად არ მიიჩნევს ისეთი რეკვიზიტების ვიზუალურად განთავსებას პირადობის მოწმობაზე, როგორებიცაა: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ფოტოსურათი, პირადი ხელმოწერა, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, მოწმობის გაცემის თარიღი, მოწმობის მოქმედების ვადა. თუმცა მოსარჩელეს იგივე ინფორმაციის განთავსება პირადობის მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე დაუშვებლად მიაჩნია.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ მისი აუღებლობის შემთხვევაში პირი ვერ დაამტკიცებს თავის მოქალაქეობას და ეზღუდება რიგი კონსტიტუციური უფლებების განხორციელება.
9. საკონსტიტუციო სასამართლომ №604 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) არსებითად განსახილველად მიიღო 2017 წლის 22 ივნისის №2/10/604 საოქმო ჩანაწერით.
10. მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას წერილობითი განცხადებით მიმართა 2017 წლის 30 ივნისს და გაითხოვა №604 კონსტიტუციური სარჩელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ – თენგიზ ლატარიამ 2017 წლის 30 ივნისს წერილობითი განცხადებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე და გაიხმო №604 კონსტიტუციური სარჩელი.
3. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №604 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №604 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”).
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი