ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.09.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016424
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2017
matsne.gov.ge 1,841 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
მონიტორინგი
უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის  მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, აღსაზრდელზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად
მუხლი 2
შეფასება
დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია, კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად
მუხლი 2
ანგარიშგება
მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად
მუხლი 2
სტრუქტურული ერთეული
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას
მუხლი 2
წლიური მონიტორინგი
სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას
მუხლი 2
მიზანი
განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან
მუხლი 2
საბაზისო მაჩვენებელი
დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის, პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და შესაბამისი მონიტორინგის განმახორციელებელი გუნდის  დასკვნით დადასტურებული მონაცემები
მუხლი 2
სამიზნე მაჩვენებელი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები
მუხლი 2
შესრულების მაჩვენებელი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში
მუხლი 2
აქტივობა
ქმედება, რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას
მუხლი 2
შესრულების დამადასტურებელი საშუალება
დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა
მუხლი 2
სამოქმედო გეგმა
დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს
მუხლი 2
დაკვირვება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (აღსაზრდელები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას
მუხლი 2
გასაუბრება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, აღსაზრდელის ოჯახის წევრთან და/ან აღსაზრდელთან კომუნიკაცია
მუხლი 2
აღნიშვნის ფურცლით შემოწმება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი.  წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს
მუხლი 2
მონიტორინგის გუნდი
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით ან/და  მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს შეფასების პროცესში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კასპის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.11.2017 წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.09.2017 ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.09.2017 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.10.2017 ხონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №213 2017 წლის 22 სექტემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპების, ამოცანების და პროცედურების დადგენის გზით რუსთავის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება), „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი). 2. ამ დადგენილების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის  მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, აღსაზრდელზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად; ბ) შეფასება – დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია, კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად; გ) ანგარიშგება – მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად; დ) სტრუქტურული ერთეული – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას; ე) წლიური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას; ვ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან; ზ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის, პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და შესაბამისი მონიტორინგის განმახორციელებელი გუნდის  დასკვნით დადასტურებული მონაცემები; თ) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები; ი) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში; კ) აქტივობა – ქმედება, რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას; ლ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება – დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა; მ) სამოქმედო გეგმა – დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს; ნ) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (აღსაზრდელები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას; ო) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, აღსაზრდელის ოჯახის წევრთან და/ან აღსაზრდელთან კომუნიკაცია; პ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი.  წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს; ჟ) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით ან/და  მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს შეფასების პროცესში. მუხლი 3🔗. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს. 2. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია: ა) ინფორმაციის ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს იმას, რის შესამოწმებლადაც არის გასაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისთვის; ბ) განხორციელებადობა – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული; გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება  ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით; დ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ე) აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება. მუხლი 4🔗. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია: ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; გ) მოხდეს დაწესებულებისათვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით; დ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ; ე) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების განხორციელებადობას არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის, ფინანსური რესურსების) განსასაზღვრად; ვ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად; ზ) შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისათვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; თ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5🔗. მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული  ერთეული 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეული, რომელიც წინამდებარე დოკუმენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს მონიტორინგის გუნდის, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. 2. მონიტორინგის გუნდის წევრების შერჩევისა და აყვანის წესს განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული,  დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 6🔗. მონიტორინგის გუნდი 1. სტრუქტურული ერთეული ქმნის მონიტორინგის გუნდს და ამტკიცებს მის დებულებას, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს, შესაბამის ანგარიშგებას და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს შეფასების პროცესში.  2. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკისა და მოცულობის  შესაბამისად. მუხლი 7🔗. მონიტორინგის პროცედურები 1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ერთხელ, სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით. 2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე. 3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო  წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. 4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით. 5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში. 6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, არის წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ. 7. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულის მიერ დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები, ან წარადგინოს ნებისმიერ დროს,  სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 8🔗. მონიტორინგის ანგარიშგება 1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ერთხელ. 2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. 3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის  განმავლობაში. 4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს. 5. წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 6. წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსასწორებლად დაწესებულებისთვის განსაზღვრული გონივრული ვადა (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა), გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალდენდრული დღით. ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 7. სტრუქტული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 9🔗. შეფასების პროცედურები 1. შეფასება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად 4 წელიწადში ერთხელ, თითოეული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების მომენტის მხედველობაში მიღებით. 2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოვოს ან დაავიწროვოს  შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლის მომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე. 3. სტრუქტურული ერთეული შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას, კერძოდ: შეიმუშავებს შეფასების ინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას. 4. სტრუქტურული ერთეული შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება და სხვა. 5. შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერეულის ხელმძღვანელი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში მონიტორინგის გუნდის მონაწილეობით ახორციელებს შეფასებას. 6. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის გუნდის მონაწილეობით  უზრუნველყოფს  დაწესებულებების შეფასებას. 7. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში. მუხლი 10🔗. შეფასების ანგარიშგება 1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება შეფასების ანგარიშის ფორმაში, რომელიც წარმოადგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს. 2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მონიტორინგის გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მხრივ. 4. სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს. 5. სტრუქტურული ერთეული შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.