სს „გრეიფრუტის" განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „გრეიფრუტის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „გრეიფრუტის“ ს.კ. 215084539 დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 12 ოქტომბერს, 12 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დაბა ზაჰესი, კასკადის 1-ა.
დღის წესრიგი:
1. სს „გრეიფრუტის“ 2016 წლის ბალანსის განხილვა.
2. საწესდებო კაპიტალის გაზრდა.
3. სხვადასხვა.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 11 სექტემბერი.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „გრეიფრუტის“ რეგისტრატორთან შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ.: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.
სს „გრეიფრუტის“ დირექტორი მურად ზარქუა