⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.02.2018)
გაუქმებულია:

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.09.2017
ძალის დაკარგვა 14.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 583 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2017 მიღება
14.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2017 წლის 21 სექტემბერი ქ. თელავი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, გარდა დანართის მე-2 მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტებისა. 2. ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1  იანვრიდან. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. მუხლი 2🔗. განათლება და გამოცდილება 1. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ან სხვა პედაგოგიური სასწავლებელი აღმზრდელის სპეციალობით; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო  მუშაობის გამოცდილება, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ორგანიზაციაში საგანმანათლებლო /ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილება; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნულიმოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). მუხლი 3🔗. სამართლებრივი აქტების ცოდნა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულიკანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”; ვ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (1 თავი). მუხლი 4🔗. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; ზ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; თ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; ი) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; კ) ინვენტარიზაციის პროცედურები; 2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ვ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა; თ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა. მუხლი 5🔗.საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; გ) სხვა დოკუმენტაცია. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები 1. მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ  საჯარო დაწესებულების დირექტორად.