ყვარლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2017
ძალის დაკარგვა 02.07.2025
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი | ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2017 წლის 25 სექტემბერი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
დანართი
გენდერული თანასწორობის საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ა) გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) იქმნება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
გ) საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით;
დ) საბჭო თვის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
მუხლი 2🔗
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) შეიმუშაოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
გ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;
ვ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო წელიწადში ერთხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
3. საბჭო უფლებამოსილია, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამის გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.
საბჭოს სტრუქტურა
მუხლი 3🔗
1. საბჭოს თავმჯდომარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ან თავმჯდომარის დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შერჩეული ერთი წარმომადგენლისაგან და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისაგან.
3. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს რვაზე ნაკლები.
5. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშობაში შიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
საბჭოს მუშაობის წესი
მუხლი 4🔗
1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯომარის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - საბჭოს შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით;
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს.
მუხლი 5🔗
1. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 6🔗
1. ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.