სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1853
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024541
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნეოსტარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პრაიმფრეშისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი არ სისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდმასტერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავოილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Segoe UI','sans-serif';}
span.BalloonTextChar { font-family-f:'Segoe UI','sans-serif';}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:45.0pt 50.85pt 45.0pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1853
2017 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.555); 436.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.554); 440.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.312) და 6991.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.530) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „აჭარის კურორტებს“ (ს/კ: 245547396).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა;
ა.ბ) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადახდა;
ა.გ) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარის გადახდა;
ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მათ ნაწილზე და სს „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებულ, №05.34.22.121 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რომელიც არ მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და შპს „ADJARA RESORTS HOLDING B.V“-ს შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სს „აჭარის კურორტების“ აქციათა 100%-ისა და სს „მესხეთის“ აქციათა 52.83%-ის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინვესტიციას.
3. სს „აჭარის კურორტები“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი