ურთიერთგაგების მემორანდუმი ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის (შემდგომში „ხელმომწერ მხარეებად“ წოდებულნი) „განვითარებად ბაზრებთან თანამშრომლობის“ პროგრამასთან (PSOM) და „პარტნიორები წყლის სფეროში“ პროგრამასთან (PfW) დაკავშირებით

მიღების თარიღი 22.07.2005
ძალაში შესვლა 22.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480420010.03.030.000607
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 02/08/2006
matsne.gov.ge 1,022 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2005 მიღება
22.07.2005 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით     ალექსი ალექსიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის სახელით   ონო ელდერენბოსი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის (შემდგომში „ხელმომწერ მხარეებად“ წოდებულნი) „განვითარებად ბაზრებთან თანამშრომლობის“ პროგრამასთან (PSOM) და „პარტნიორები წყლის სფეროში“ პროგრამასთან (PfW) დაკავშირებით p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ურთიერთგაგების მემორანდუმი ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის (შემდგომში „ხელმომწერ მხარეებად“ წოდებულნი) „განვითარებად ბაზრებთან თანამშრომლობის“ პროგრამასთან (PSOM) და „პარტნიორები წყლის სფეროში“ პროგრამასთან (PfW) დაკავშირებით ხელმომწერმა მხარეებმა გადაწყვიტეს შემდეგი: მუხლი 1🔗 PSOM პროგრამის მიზნები: 1. PSOM პროგრამის მიზანია, საქართველოსა და ნიდერლანდების ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მეშვეობით ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას. აღნიშნული თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორუფლებიან პარტნიორობასა და ურთიერთსარგებლიანობაზე, რომელიც ფოკუსირებულია კერძო ინვესტიციებზე. 2. დახმარება გაეწევა ნიდერლანდებისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლებს კონკრეტულ სექტორებში ერთობლივი ინოვატორულისაცდელი პროექტების წამოსაწყებად, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი „ნოუ-ჰაუ“, საქონელი და მომსახურება. 3. მოსალოდნელია, რომ წარმატებული მცდელობებიგაგრძელდება ან/და გადმოღებულ იქნება კერძო სექტორის მიერ. 4. მოსალოდნელია აგრეთვე, რომ ბიზნესპროექტები წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან დონეზე დასაქმება, ცოდნის გადაცემა, მიწოდების ჯაჭვში ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების ფართო გამოყენება, გეოგრაფიულად არახელსაყრელ რეგიონებში საქმიანობის განხორციელება, ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ჯგუფისათვის შემოსავლის გენერირება ან/და რაიმე სხვა სახით სიღარიბის დაძლევაში წვლილის შეტანა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პროექტებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი ბიზნეს - წინადადებების სახე, რომელთა საფუძველზეც მყარდება არსებითი ბიზნეს - ურთიერთობა. მუხლი 2🔗 PfW პროგრამის მიზნები 1.PfW პროგრამის მიზანია, ნიდერლანდური წყლის სექტორის მთელი რიგი სამიზნე ქვეყნის პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო წყლის პრობლემების გადაჭრას. 2. დახმარება გაეწევა ნიდერლანდების წყლის სექტორსა და სამიზნე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ერთობლივ ინიციატივებს, მე-6 მუხლში ჩამოთვლილ პროექტებში თანამშრომლობით. 3. პროექტების მიზანია საქართველოს წყლის სექტორის დახმარება, ნიდერლანდების წყლის სექტორში არსებული გამოცდილების გაზიარებით (გამოყენებით), განსაკუთრებულ შემთხვევაში საქონლის შემოტანით, რათა გაძლიერდეს წყლის სექტორის სპეციფიკური ნაწილის ფუნქციონირება. 4. პროექტები მიმართული იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღებისკენ, ასევე ნიდერლანდების წყლის სექტორის შემდგომი განვითარებისკენ. პროექტები უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პროექტებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი ბიზნეს - წინადადებების სახე, რომელთა საფუძველზეც მყარდება არსებითი ბიზნეს - ურთიერთობა. მუხლი 3🔗 ბიუჯეტი 1. PSOM პროგრამის მთლიანი წლიური ბიუჯეტი ამჟამად 40 მილიონი ევროა 41 ქვეყნისათვის. საშუალოდ PSOM პროგრამის წვლილი ერთ პროექტში დაახლოებით 500,000 ევროს ტოლია და ერთ ქვეყანაში წელიწადში შესაძლებელია 2 საინვესტიციო პროექტის განხორციელება. საქართველოში განსახორციელებლად დამტკიცებული პროექტების ფაქტობრივი რაოდენობა დამოკიდებული იქნება მიღებული საპროექტო წინადადებების ხარისხზე. თუკი საქართველოს შემთხვევაში წელიწადში ორზე მეტი საპროექტო წინადადება დააკმაყოფილებს მაკვალიფიცირებელ მოთხოვნებს, ის წინადადებები, რომელთა კლასიფიკაციაა მესამე, მეოთხე და ა.შ., სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მოთხოვნას შეეჯიბრება. 2. PfW პროგრამა მიმართულია 43 ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. პროგრამის მთლიანი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ევროა. PfW პროგრამის წვლილი ერთ პროექტში მაქსიმუმ 750,000 ევროა. ფაქტობრივი ბიუჯეტი დამოკიდებულია პროექტის ტიპზე და მოცულობაზე. პროექტების ფაქტობრივი რაოდენობა, რომელიც დამტკიცებული იქნება საქართველოსთვის, დამოკიდებული იქნება მიღებული საპროექტო წინადადებების ხარისხზე. მუხლი 4🔗 გადასახადები 1. PSOM და PfW პროგრამების ფარგლებში საქართველოში საქონლის იმპორტი გათავისუფლებული იქნება ნებისმიერი ბაჟისაგან, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ან სხვა საბაჟო გადასახდელებისაგან, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის 1999 წლის 23 ივნისს გაფორმებული „ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წლის 24 მარტს. 2. ინვესტორები ისარგებლებენ საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების წასახალისებლად მინიჭებული ნებისმიერი ზოგადი პრივილეგიებით. მუხლი 5🔗 აღმასრულებელი სააგენტო ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის სახელით პროგრამებს განახორციელებს ჰოლანდიის სამთავრობო სააგენტო EVD, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან კონსულტაციების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის სახელით კი პროგრამის ცენტრალური რგოლის ფუნქციას შეასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 6🔗 პროგრამის სფეროები 1. PSOM პროგრამის ფარგლებში, ხელმომწერი მხარეების მიერ არ იქნება უპირატესობა მინიჭებული რომელიმე ეკონომიკური სექტორისადმი ან/და რეგიონისადმი, ყველა სექტორში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. პროექტების შერჩევის პროცედურაში განსაკუთრებული წონა მიენიჭება 1.4. მუხლში აღნიშნულ სიღარიბის დაძლევის ასპექტებს: 2. PfW პროგრამა შეიცავს 5 სახის პროექტს: ა) განხორციელებადობის წინასწარი შესწავლა; ბ) იდენტიფიკაცია და ბაზრის შესწავლა; გ) ბიზნესის განვითარების პროექტები; დ) სადემონსტრაციო და პილოტური პროექტები; ე) ინსტიტუციონალური განვითარების პროექტები. 3. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო-კერძო თანამშრომლობა არ მოიაზრება როგორც ცალკე სახის პროექტი, მას მიენიჭება განსაკუთრებული უპირატესობა. პროექტები განხორციელებული იქნება კერძო კომპანიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების მიერ. პროექტები დაკავშირებულია შემდეგი თემებიდან ერთ-ერთთან: ა) წყალი საკვებისა და ბუნებისათვის; ბ) წყალი და კლიმატი; გ) გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება წყლის მომარაგებისა და სანიტაციის საკითხებში; დ) წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის რეალიზაციის ხელშეწყობა; ე) მიწისქვეშა წყლები. 4. ხელმომწერი მხარეები შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პროგრამის შეუფერხებელ განხორციელებას. მუხლი 7🔗 საპროექტო წინადადებების წარდგენა 1. PSOM პროგრამის ფარგლებში, წელიწადში ორჯერ მაინც EVD მოიწვევს კომპანიებს (კომპანიათა კონსორციუმებს) საპროექტო წინადადებების წარსადგენად. თითოეული კონსორციუმი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ერთი ნიდერლანდელი და ერთი ქართველი პარტნიორისაგან. კონსორციუმის ჰოლანდიელი პარტნიორი EVD-ში შეიტანს განაცხადს და EVD-სთან საკონტაქტო პირიც ის იქნება. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EVD-ს შორის დადებული PSOM ხელშეკრულება მოიცავს დეტალურ პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც შეირჩევა PSOM-ის საპროექტო წინადადებები და მოხდება სახსრების გამოყოფა. EVD საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეატყობინებს, PSOM პროგრამის ფარგლებში თუ რომელმა საპროექტო წინადადებებმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა. 2. იგივენაირად, PfWპროგრამის ფარგლებში, წელიწადში განსაზღვრული რაოდენობით EVD მოიწვევს ნიდერლანდური წყლის პარტნიორებს (კომპანიათა კონსორციუმებს) საპროექტო წინადადებების წარსადგენად. ეს ე.წ. ტენდერები გაიმართება ყველა ქვეყანაში, რომელიც მონაწილეობას იღებს PfW პროგრამაში და არ იქნება მიმართული მხოლოდ საქართველოსკენ. შესაბამისად, საპროექტო წინადადებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ტენდერს ესწრებიან, განხილული იქნება, როგორც ერთმანეთის მეტოქეები. პროექტები დაფინანსებული იქნება მათი ინდივიდუალური ღირებულების მიხედვით. თითოეული კონსორციუმი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი ნიდერლანდელი და ერთი ქართველი პარტნიორისაგან. ერთი კონსორციუმის ჰოლანდიელი პარტნიორი EVD-ში შეიტანს განაცხადს და იმ შემთხვევაში, თუ მისი საპროექტო წინადადება მიიღებს მხარდაჭერას, EVD-სთან საკონტაქტო პირიც ის იქნება. მ უხლი 8 მონიტორინგი EVD განახორციელებს პროექტების მონიტორინგს და ყოველ ექვს თვეში ერთხელ მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშს წარუდგენს თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საელჩოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები შეხვდებიან მინიმუმ წელიწადში ერთხელ პროექტების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის განსახილველად. მუხლი 9🔗 დავების მოგვარება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებისას ან/და მისი განხორციელებისას ხელმომწერ მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი სადავო საკითხი მოგვარდება მეგობრულ ვითარებაში კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების მეშვეობით. მუხლი 10🔗 ხანგრძლივობა და ცვლილებების შეტანა 1. ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს ორი წლის ვადით. მისი შემდგომი გაგრძელება და ცვლილებების შეტანა შეიძლება გადაწყვეტილ იქნეს შესაბამისი წერილების ურთიერთგაცვლის საფუძველზე. 2. მომზადებულია ორ ასლად თბილისში, 2006 წლის 25 ივლისს, ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ალექსი ალექსიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის სახელით ონო ელდერენბოსი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში