სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1930
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024554
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თი-აი-ეი დეველოფმენთ ქორფისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე“ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდიმპექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 ივნისის №485 განკარგულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 სექტემბრის №15/09/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ვუდიმპექსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ფერეთა ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 62.95pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1930
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ (ს/ნ: 215147990) 75%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 24 589 000 (ოცდაოთხი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს (ს/ნ: 404518713).
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ –სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს (ს/ნ: 404518713) შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება).
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული საწარმოს 75%-იანი წილის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების 3.1 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში;
ბ) პირადად, ხელშეკრულებით განსაზღვრული აფილირებული პირ(ებ)ის ან მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების მიზნით, არანაკლებ 150 000 000 (ას ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ბ.ა) არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი დადასტურების გაცემიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში;
ბ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ოდენობა – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი დადასტურების გაცემიდან 11 (თერთმეტი) წლის განმავლობაში.
4. შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“ (ს/ნ: 404518713) ვალდებულია, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულებისა და მე-5 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების შესრულების, ასევე ხელშეკრულების 5.11 და 5.12 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის საქართველოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 11 (თერთმეტი) წლისა და 10 (ათი) თვის განმავლობაში და რომლის უკან დაბრუნებაც შესაძლებელია ხელშეკრულების 6.4 მუხლის შესაბამისად.
5. შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“ (ს/ნ: 404518713) ვალდებულია, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებისა და ხელშეკრულების 5.11 და 5.12 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი დადასტურების გაცემიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის საქართველოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული ახალი ან ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, იმავე ოდენობის, შეცვლილი, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც შეიძლება შემცირდეს ხელშეკრულების 6.8 მუხლის შესაბამისად და რომლის მოქმედების ვადა ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი