ხელშეკრულება საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.03.030.000605
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 02/08/2006
matsne.gov.ge 3,193 სიტყვა · ~16 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} span.HeaderChar { } span.FooterChar { } .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt 1.0in 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელშეკრულება საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ, შემდგომში ხელშეკრულების მონაწილე მხარეებად წოდებულებმა, სუვერენიტეტის პატივისცემისა და ურთიერთთანხმობის საფუძველზე სამართლებრივი ურთიერთობის სფეროში თანამშრომლობის განხორციელების მიზნით გადაწყვიტეს აღმოუჩინონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში და ამ მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 სამართლებრივი დაცვა 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეები. მათ უფლება აქვს მიმართონ სასამართლოს, იუსტიციის ორგანოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები და შეუძლიათ აღძრან შუამდგომლობები და განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებები იმავე პირობებით, როგორც მეორე ქვეყნის მოქალაქეებმა. 2. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება, აგრეთვე იურიდიული პირების და მათთან გათანაბრებულ წარმონაქმნების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულია ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის ტერიტორიაზე მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ტერმინი „სამოქალაქო საქმეები“, რომელიც გამოიყენება მოცემულ ხელშეკრულებაში, მოიცავს საოჯახო, შრომით, სამემკვიდრეო, სამეურნეო საქმეებს. მუხლი 2🔗 სამართლებრივი დახმარება ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების მონაწილე მხარეების დაწესებულებები და ორგანოები უწევენ ერთმანეთ სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რომელიც განისაზღვრება მათი ქვეყნის კანონმდებლობით. მუხლი 3🔗 სამართლებრივი დახმარების მოცულობა ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თავიანთი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით აღმოუჩენენ ურთიერთს სამართლებრივ დახმარებას: − პროცესუალურ მოქმედებათა შესრულების; − დოკუმენტების გაგზავნის და გადაცემის; − ნივთიერ მტკიცებულებათა გადაცემის; − საქმის მასალების გადაგზავნის; − სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების; − სარჩელის უზრუნველყოფის; − ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარისათვის ნასამართლობის შესახებ მონაცემების წარდგენის; − პირთა დაძებნის; − ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა შესრულების; − სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის გზით. მუხლი 4🔗 ურთიერთობის წესი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას 1. სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნით მამართვისას ხელშეკრულების მონაწილე მხარეების სასამართლოები და სხვა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უკავშირდებიან თავიანთი ცენტრალური დაწესებულებების მეშვეობით, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რა არ არის გათვალისწინებული. 2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ ცენტრალურ დაწესებულებებს მიეკუთვნებიან: საქართველოს მხრიდან − საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ყაზახეთის გენერალური პროკურატურა. მუხლი 5🔗 ენა 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების დაწესებულებები წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ყველა საკითხზე ურთიერთობებისას სარგებლობენ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სახელმწიფო ენებით. 2. სამუშაო ენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსული ენა. მუხლი 6🔗 დოკუმენტების გაფორმება 1.ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კომპეტენტური ორგანოების მიერ სამართლებრივი დახმარების გასაწევად გასაგზავნი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია მხარეთა სახელმწიფო ენაზე, უნდა იყოს თარგმნილი რუსულ ენაზე, ხელმოწერილი კომპეტენტური პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით. 2. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეადგინონ ფორმულების ნიმუშები, რომლებიც გამოყენებულ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისათვის მიმართვისას მუხლი 7🔗 სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის (დავალების) ფორმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნა (დავალება) შედგენილ უნდა იყოს წერილობით და დავალების შინაარსის გათვალისწინებით შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შემკითხველი დაწესებულების დასახელება; ბ) შემსრულებელი დაწესებულების დასახელება; გ) საქმის დასახელება, რომელზედაც გაგზავნილია თხოვნა სამართლებრივი დახმარების შესახებ და თხოვნა (დავალების) შინაარსი; ე) ამ მუხლის დ) პუნქტში აღნიშნული პირების წარმომადგენელთა სახელები, გვარები და მისამართები; ვ) გადასაცემი დოკუმენტის დასახელება; ზ) გამოსარკვევ გარემოებათა შინაარსი, აგრეთვე საჭირო დოკუმენტებისა და სხვა მტკიცებულებათა ჩამონათალი; აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე, ჩადენილი დანაშაულის ფაქტიურ გარემოებათა აღწერა, მათი იურიდიული კვალიფიკაცია, შეძლებისდაგვარად, პირის გარეგნობის აღწერა, მისი ფოტოსურათი, თითების ანაბეჭდები. მუხლი 8🔗 დავალების შესრულება 1. თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად დავალების შესრულება არ შედის ამ მხარის სასამართლოების და სხვა კომპეტენტური დაწესებულების კომპეტენციაში, იგი უკან დააბრუნებს დავალებას უარის მოტივის მინიშნებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი დაწესებულება უფლებამოსილება არ არის შეასრულოს დავალება, იგი ვალდებულია გაიგზავნოს აღნიშნული დავალება შესასრულებლად ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კომპეტენტურ დაწესებულებას, აგრეთვე აცნობოს ამის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დაწესებულებას. 3. თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის დაწესებულებას არ შეუძლია დავალების შესრულება დავალებაში მითითებული მისამართის უზუსტობის გამო, იგი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები მისამართის დასაზუსტებლად ან მოითხოვოს ხელშეკრულების მინაწილე მხარის შემკითხველი დაწესებულებისაგან დამატებითი ცნობების წარმოდგენა. 4. თუ მისამართის დაზუსტება ან დავალების შესრულება შეუძლებელია სხვა მიზეზების გამო, ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი დაწესებულება ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულებას და აუხსნას მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან დავალების შესრულებას, აგრეთვე დააბრუნოს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულების მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტი. მუხლი 9🔗 შეტყობინება დავალების შესრულების შესახებ 1.შემსრულებელი დაწესებულება ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 4-ე მუხლში გათვალისწინებული წესით, წერილობით აცნობოს შემკითხველ დაწესებულებას დავალების შესრულების შედეგების შესახებ, აგრეთვე გაუგზავნოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალების შესრულების დროისა და ადგილის მითითებით. 2. დოკუმენტების გადაცემის შესახებ დავალების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული უნდა იყოს დოკუმენტის მიღების თარიღი, მიმღების ხელმოწერა, და დავალების შემსრულებელი პირის ხელმოწერა. თუ მიმღები უარს ამბობ მიღებაზე, მითითებული უნდა იყოს ასევე მიღებაზე უარის თქმის მოტივები.  დავალების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს დავალების შემსრულებელი დაწესებულების ოფიციალური ბეჭდით. მუხლი 10🔗 დოკუმენტების გადაცემა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ან საკონსულო დაწესებულებათა მეშვეობით კომპეტენტურიორგანოების დავალებით ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც აკრედიტებულია ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყანაში, შეუძლია გადასცეს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტები თავიანთ მოქალაქეებს. თუმცა ეს მოქმედებები არ შეიძლება შეიცავდნენ იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას. მუხლი 11🔗 დოკუმენტების გადაცემის დადასტურება დოკუმენტების გადაცემის დადასტურება ხდება დამოწმებით, რომელსაც ხელს აწერს დოკუმენტის მიმღები პირი და მოქმედება შემსრულებელი მხარის იმ დაწესებულების ოფიციალური ბეჭდით, რომელიც გადასცემს დოკუმენტს, ან ამ დაწესებულების მიერ გადაცემული სხვა დოკუმენტით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გადაცემის დრო, ადგილი და საშუალება. მუხლი 12🔗 მოწმის, დაზარალებული და ექსპერტის საზღვარგარეთ გამოძახება თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე წინასწარი გამოძიების ან სამსჯავრო განხილვისას წარმოიშობა მეორე მხარის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, დაზარალებული, ექსპერტის პირადად გამოცხადების აუცილებლობა, მაშინ ხელშეკრულების მონაწილე მხარის შესაბამის დაწესებულებას უნდა გაეგზავნოს დავალება უწყების ჩაბარების შესახებ. მუხლი 13🔗 მოწმის, დაზარალებული და ექსპერტის გარანტიები 1. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ დაწესებულებებში გამოძახების საფუძველზე გამოცხადებული მოწმე, დაზარალებული ან ექსპერტი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა არ შეიძლება შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე მიეცეს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ან აღეკვეთოს თავისუფლება ნებისმიერი ფორმით იმ სამართალდარღვევისათვის, რომელიც მან ჩაიდინა ამ სახელმწიფოს საზღვრის გადალახვამდე. 2. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის საფუძველზე მოწმის, დაზარალებული ან ექსპერტის სახით გამოცხადებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ან სხვა ფუნქციების შესრულებაზე, თუ უარის თქმის უფლება ან ვალდებულება გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი ან შემკითხველი მხარის კანონმდებლობით. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულებებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, თხოვნას თან უნდა დაურთონ ცნობა კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ეხება ზემოხსენებულ უფლებებსა და ვალდებულებებს. 3. მოწმე, დაზარალებული ან ექსპერტი აღარ სარგებლობს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარანტიებით, თუ იგი შეტყობინებიდან, რომ მისი დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენს, 15 დღის განმავლობაში არ დატოვებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო მას არ შეეძლო ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიის დროულად დატოვება. 4. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული გამოძახების გადაცემა ხდება ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესით. გამოძახება არ უნდა შეიცავდეს იძულებითი ღონისძიებების გამოყენების მუქარას. მუხლი 14🔗 სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული ხარჯები 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს უწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას. 2. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე გამოძახებული მოწმის, დაზარალებულის ან ექსპერტის გადაყვანის, კვების და საცხოვრებელ ხარჯებს გაიღებს შემკითხველი მხარე. გამოძახებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა სახის ანაზღაურება შეუძლიათ მიიღონ აღნიშნულმა პირებმა. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კომპეტენტური დაწესებულებები აღნიშნულ პირთა თხოვნის საფუძველზე, ვალდებულნი არიან წინასწარ აუნაზღაურონ მათ შესაბამისი ხარჯები. მუხლი 15🔗 უარი სამართლებრივ დახმარებაზე თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე თვლის, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს მის სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან ეწინააღმდეგება მის ეროვნულ კანონმდებლობას, მას შეუძლია უარი თქვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, ატყობინებს რა უარის მოტივებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველ მხარეს. მუხლი 16🔗 კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას 1. შემსრულებელი დაწესებულება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას გამოიყენებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.  შემკითხველი დაწესებულების თხოვნით, შემსრულებელმა დაწესებულებამ აღსრულების საშუალებას და ფორმასთან დაკავშირებით შეიძლება გამოიყენოს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის პროცესუალური ნორმები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან შემსრულებელი მხარის კანონმდებლობას. 2. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას შემსრულებელ დაწესებულებას შეუძლია შემკითხველი დაწესებულების თხოვნით გამოიყენოს შემკითხველი მხარის პროცესუალური ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ეროვნულ კანონმდებლობას. მუხლი 17🔗 იურიდიული ინფორმაციის მოცულობა ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას მოქმედი ან ადრე მოქმედი კანონმდებლობის და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ. თავი II სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო საქმეებზე მუხლი 18🔗 სამართლებრივი დახმარების მოცულობა ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თხოვნის საფუძვლებზე ჩააბარებენ სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტებს, ახორციელებენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, დაკითხავენ პროცესის მონაწილეებს, მოწმეებს და ექსპერტებს, ატარებენ ექსპერტიზას, ადგილზე დათვალიერებას, ცნობენ და აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ შორის ახორციელებენ მევალეების დაძებნის ღონისძიებებს ალიმენტის გადახდევინებისათვის, აგრეთვე განახორციელებენ სხვა პროცესუალურ მოქმედებებს. მუხლი 19🔗 სასამართლოთა კომპეტენცია 1. სამოქალაქო საქმეებზე წარმოშობილი დავები, გარდა სამემკვიდრეო დავებისა, განიხილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, მას გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, ხოლო სარჩელები იურიდიულ პირთა მიმართ წარედგინება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება იურიდიული პირის მართვის ორგანო, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი. 2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუკი არსებობს მხარეთა წერილობითი თანხმობა ამ სასამართლოსთვის დავის გადაცემის თაობაზე, გარდა განსაკუთრებული კომპეტენციის შემთხვევებისა. მუხლი 20🔗 სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სასამართლო ხარჯებს აანაზღაურებენ იმავე პირობებითა და იგივე მოცულობით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეები. 2. ამ მუხლი 1🔗-ლი პუნქტის დებულებები ვრცელდება, აგრეთვე იურიდიულ პირებზე, რომლებიც დაფუძნებულია ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21🔗 სასამართლო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება 1.ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებისაგან იმავე პირობებით და იგივე მოცულობით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეები. 2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები სასამართლო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლებისათვის თხოვნით მიმართვისას, წარმოადგენენ საცხოვრებელ დოკუმენტებს მათი პირადი, ქონებრივი თუ ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ განმცხადებელს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან დამოწმებული მისი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ. 3. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია დოკუმენტის გამცემ ორგანოს მოსთხოვოს დამატებითი განმარტებანი. მუხლი 22🔗 გადაწყვეტილებები, რომლებიც ექვემდებარება ცნობას და აღსრულებას 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა, ნოტარიატის და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოთა გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათით არ ითხოვს აღსრულებას, იცნობიან, ხოლო ქონებრივი ხასიათი დავებზე იცნობიან და აღსრულდებიან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 2. ტერმინი „სასამართლო გადაწყვეტილებები“ ამ ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით ნიშნავს: საქართველოში − გადაწყვეტილებები სამოქალაქო (მათ შორის სამეურნეო) საქმეებზე, მხარეთა მორიგებები სასამართლოში, განაჩენები დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, დოკუმენტები მამობის დადგენის და საალიმენტო ვალდებულებათა შესახებ, დოკუმენტები, რომლებსაც გააჩნიათ სააღსრულებო წარწერა, გადაწყვეტილებები სასამართლო ხარჯების გადახდის შესახებ. ყაზახეთის რესპუბლიკაში − სასამართლოს (მოსამართლის გადაწყვეტილება, განჩინება, დადგენილება, მხარეთა მორიგებები სამოქალაქო და სამეურნეო საქმეებზე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ზიანის ანაზღაურების ნაწილში). მუხლი 23🔗 შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესი 1. სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა განმცხადებლის მიერ წარედგინება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და გადაეგზავნება ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლში გათვალისწინებული წესით. განმცხადებელს შეუძლია აგრეთვე უშუალოდ მიმართოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს. 2. შუამდგომლობას სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისადა აღსრულების შესახებ თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სასამართლოს მიერ დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; თუ ასლში არ არის ზუსტი მინიშნება იმაზე, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და შეიძება აღსრულდეს, მაშინ მას უნდა დაერთოს ერთი ეგზემპლიარი სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტისა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; ბ) სასამართლოს დოკუმენტი, ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღსრულებული ნაწილის შესახებ; გ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მხარეს, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას პროცესში, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების შესახებ, ხოლო მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში − რომ მას ჰყავდა შესაბამისი წარმომადგენელი. დ) ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის და თანდართული დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები. მუხლი 24🔗 სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ 1. სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, ხელშეკრულების ამ მონაწილე მხარის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სასამართლო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ განიხილავს მხოლოდ მის წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 3. სასამართლომ, რომელსაც წარედგინა შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, შეუძლია აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დამატებითი მასალების წარმოდგენა. მუხლი 25🔗 ცნობისა და აღსრულების იურიდიული ძალა ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის სასამართლოს მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობას და აღსრულებას გააჩნია ისეთივე ძალა, როგორიც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მუხლი 26🔗 უარი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე 1. სასამართლო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულების გარდა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უარი შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში: 1.1. თუ ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ეს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და არ ექვემდებარება აღსრულებას. 1.2. თუ ხელშეკრულების მონაწილე იმ მახრის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, საქმე განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის სასამართლოს განსაკუთრებულ კომპეტენციას; 1.3. თუ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან ბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების ანდა მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში არ მონაწილეობდა მისი შესაბამისი წარმომადგენელი; 1.4. თუ იმავე სამართლებრივ დავაზე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილია კანონიერ ძალაში შერეული გადაწყვეტილება ანდა იგი იმყოფება წარმოებაში, ანდა უკვე მოხდა ამავე საქმეზე მესამე სახელმწიფოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა. 2. საარბიტრაჟო გადაწყვტილებების ცნობაზე უარი შეიძლება, თუ: 2.1. ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, სადაც უნდა მოხდეს აღსრულება, ასეთი საქმე არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; 2.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია დავაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ან არ შეესაბამება საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმით გათვალისწინებულ პირობებს; 2.3. საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას ან ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმას, ან არ შეესაბამებოდა იმ სახელმწიფოს კანონს, სადაც ადგილი ჰქონდა არბიტრაჟს; 2.4. მხარეებს სათანადო წესით არ ეცნობათ არბიტრის ან საარბიტრაჟო განხილვის დანიშვნის შესახებ. თავი III სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე მუხლი 27🔗 სამართლებრივი დახმარების მოცულობა სამართლებრივი დახმარება, რომელსაც ამ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, აღმოუჩენენ ერთმანეთს ხელშეკრულების მონაწილე მხარეები მოიცავს: − პირთა დაძებნა და იდენტიფიკაცია; − სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრას; − ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მოწმეთა, დაზარალებულთა, ექსპერტთა დაკითხვას; − დათვალიერებას, ჩხრეკას და მტკიცებულებათა შეგროვებასთან დაკავშირებულ სხვა პროცესუალურ მოქმედებებს; − დანაშაულებრივი გზით შეძენილ ნივთიერ მტკიცებულებათა, დოკუმენტების და ფასეულობათა გადაცემა; − სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესუალური დოკუმენტების ჩაბარებას, აგრეთვე სასამართლო პროცესის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მუხლი 28🔗 ურთიერთობის წესი სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას ხელშეკრულების მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უკავშირდებიან ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლში აღნიშნული დაწესებულებების მეშვეობით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. მუხლი 29🔗 სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის ვალდებულება 1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თხოვნით, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად აღძრავს სისხლისსამართლებრივ დევნას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი თავისი მოქალაქეების მიმართ. 2. დაზარალებულის მიერ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად მის კომპეტენტურ დაწესებულებაში, სათანადო ვადებში შეტანილი განცხადება სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ ძალაშია, აგრეთვე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე. მუხლი 30🔗 საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის დროს პირის (პირების) მიერ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ტერიტორიებზე რამოდენიმე დანაშაულის ჩადენის დროს წინასწარ გამოძიებას დაასრულებს გამოძიების ის ორგანო, სადაც ჩადენილია უფრო მძიმე ან უფრო მეტი დანაშაული. პირის (პირების) მიერ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეც ის არის, თუნდაც ერთი დანაშაულის ჩადენის დროს, თუ იგი დაკავებულია მის ტერიტორიაზე, საქმეს დაასრულებს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კომპეტენტური დაწესებულება. სხვა შემთხვევებში საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების გენერალური პროკურორების მიერ. მუხლი 31🔗 შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში აყვანილი პირის გადაცემა საქმეში მოწმის ან დაზარალებულის სახით მონაწილეობისათვის 1. პირი, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე იმყოფება პატიმრობაში და რომელიც გამოძახებულია მონაწილე შემკითხველი მხარის სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ დაწესებულებაში მოწმის ან დაზარალებულის სახით, შეიძლება დროებით გადაეცეს შემდეგი პირობების დაცვით: ა) თუ გამოძახებული პირი თანახმაა გადაცემაზე; ბ) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს პირი მას შემდეგ, რაც ამოიწურება მისი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის საფუძველი, მაგრამ არა უგვიანეს შემსრულებელი მხარის მიერ განსაზღვრული ვადისა. საპატიო მიზეზების არსებობისას ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელმა მხარემ შეიძლება გააგრძელოს აღნიშნული ვადა; გ) გადაცემული პირი ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, რაც გამორიცხავს მის გაქცევას. 2. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე პირის პატიმრობაში ყოფნის ვადა არ გაგრძელდება აღნიშნული გადაცემის გამო. მუხლი 32🔗 დოკუმენტების ჩაბარება და ცალკეული პროცესუალური მოქმედებების შესრულება 1. დოკუმენტების ჩაბარებისა და სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებათა შეკრებასთან დაკავშირებული ცალკეული პროცესუალური მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრა ამ ხელშეკრულების 6-10 მუხლებით.  2. ზემოაღნიშნული დავალებების გაგზავნისას მითითებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, მისი კვალიფიკაცია და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების დებულებები. მუხლი 33🔗 დანაშაულებრივი გზით შეძენილი ფულისა და მატერიალურფასეულობათა გადაცემა 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარემ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე უნდა გადასცეს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარეს ფული და სხვა მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეძენილია დანაშაულებრივი გზით ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, ამასთან ასეთი გადაცემა არ უნდა ხელყოფდეს ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა და მესამე პირთა უფლებას ამ ფასეულობებზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული ფული და სხვა მატერიალური ფასეულობები აუცილებელია ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვისათვის, ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს მათი გადაცემა. მუხლი 34🔗 უარი სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელმა მხარემ, გარდა ამ ხელშეკრულების მე-14 მუხლში გათვალისწინებული საფუძვლებისა, შეიძება უარი განაცხადოს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, თუ ქმედება, რომელიც მითითებულია დავალებაში, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად დანაშაულად არ ითვლება. მუხლი 35🔗 შეტყობინება სისხლის სამართლის საქმეებზე სამსჯავრო განხილვის აღძვრისა და შედეგების შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან მიაწოდონ ერთმანეთს მონაცემები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათი სასამართლოების მიერ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეების მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ. მუხლი 36🔗 ინფორმაცია ადრე ჩადენილ დანაშაულებათა შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თხოვნის საფუძველზე და უფასოდ, ერთმანეთს აწვდიან მონაცემებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოების მიერ ადრე მსჯავრდებულ პირთა ნასამართლობის შესახებ, რომლებიც აუცილებელია მათთვის ამ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისათვის. მუხლი 37🔗 სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის დროს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების წარმომადგენელთა დასწრება ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელებს შეუძლიათ, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თანხმობით, დაესწრონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებას. თავი IV სხვა დებულებანი მუხლი 38🔗 დოკუმენტების ნამდვილობა 1. დოკუმენტები, რომლებიც შედგენილი ან დამოწმებულია ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დაწესებულების მიერ, ნამდვილია, თუ ის დამოწმებულია ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის შესაბამისი კომპეტენტური დაწესებულების ოფიციალური ბეჭდით. ასეთი სახით ისინი შეიძლება მიღებულ იქნან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ ლეგალიზაციის გარეშე. 2. დოკუმენტები, რომელებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე მიჩნეულია ოფიციალურ დოკუმენტებად, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ ოფიცალური დოკუმენტების დამამტკიცებელი ძალით. მუხლი 39🔗 მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა დოკუმენტების გაგდაზავნა ამ ხელშეკრულების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კომპეტენტური დაწესებულებები დაპლომატიური გზით მიღებული თხოვნის საფუძველზე, უფასოდ გადაუგზავნიან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის მოწმობებს, განათლების მოწმობებს, მონაცემებს შრომითი სტაჟის შესახებ და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეთა პირად უფლებებსა და ქონებრივ ინტერესებს. მუხლი 40🔗 დავების გადაწყვეტა ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ამ ხელშეკრულების ახსნა-განმარტებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე წამოჭრილ დავებს წყვეტენ ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლში აღნიშნული შესაბამისი ცენტრალურ ორგანოებს შორის კონსულტაციების საშუალებით ანდა დიპლომატიური არხებით. მუხლი 41🔗 უწყებრივი კავშირების დამყარება ამ ხელშეკრულებაში მითითებულ ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ცენტრალურ იურიდიულ დაწესებულებებს, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე და მისი განვითარების მიზნით, შეუძლიათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაამყარონ პირდაპირი კავშირები უწყებრივი შეთანხმების დადების გზით. თავი V დასკვნითი დებულებები მუხლი 42🔗 ხელშეკრულების ძალაში შესვლა წინამდებარე ხელშეკრულება ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ. მუხლი 43🔗 ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები დაპლომატიური არხებით გამართავენ კონსულტაციებს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვალდებული არიან შეასრულონ იურიდიული პროცედურები მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 44🔗 ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა ხელშეკრულება უვადოა და მოქმედებას წყვეტს ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერი მხარის მიერ დიპლომატიური არხებით მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ. შესრულდა ქ. თბილისი 17 სექტემბერი 1996 წ. ორ ეგზემპლიარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. აღნიშნული ხელშეკრულების განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ეყრდნობიან რუსულ ენაზე შესრულებულ ტექსტს. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)