საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის („ახალგაზრდების დაკავშირება ხელოვნების მეშვეობით: EU-EaP საზაფხულო ბანაკი 2017“) მოწყობისთვის სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1972
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024614
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“-ს შენობისათვის (საკადასტრო კოდი № 44.01.31.393) დიმიტრი ჯაიანის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის („ახალგაზრდების დაკავშირება ხელოვნების მეშვეობით: EU-EaP საზაფხულო ბანაკი 2017“) მოწყობისთვის სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Segoe UI','sans-serif';}
span.BalloonTextChar { font-family-f:'Segoe UI','sans-serif';}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:45.0pt 58.5pt 45.0pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1972
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის („ახალგაზრდების დაკავშირება ხელოვნების მეშვეობით: EU-EaP საზაფხულო ბანაკი 2017“) მოწყობისთვის სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის („ახალგაზრდების დაკავშირება ხელოვნების მეშვეობით: EU-EaP საზაფხულო ბანაკი 2017“) მოწყობისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები (საავტომობილო, საჰაერო და სასტუმროს მომსახურება) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აგვისტოს №1811 განკარგულების თანახმად მოწონებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული საგრანტო თანხის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი