სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 15.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1979
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024622
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2017
matsne.gov.ge 348 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 30.12.2016 გრ. გიორგაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 11.05.2016 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 31.07.2017 ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 30.10.2014 საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 22.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Segoe UI','sans-serif';} span.BalloonTextChar { font-family-f:'Segoe UI','sans-serif';} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:45.0pt 58.5pt 45.0pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1979 2017 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ალექსანდრე ჯეჯელავა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი შარვაშიძე − სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი; გიორგი გახარია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი; ზურაბ ალავიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; ტარიელ ხეჩიკაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი; თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი; მაია ცქიტიშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი; გიორგი ალიბეგაშვილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; გიორგი კვესიტაძე – სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; დავით ლორთქიფანიძე – სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი. 2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს − ირაკლი კობახიძეს; ბ) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს − მარიამ ჯაშს; გ) ა(ა)იპ − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერს − გია ზვიადაძეს. 3. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაშუქება. 4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას დაევალოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების გეგმისა და გრაფიკის შემუშავება. პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი