სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1983
2017 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს მიეცეს წინასწარი თანხმობა, CPV კოდის – 48600000 (მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები) ფარგლებში, განახორციელოს VMware პროგრამული მხარდაჭერის 2 ლიცენზიის სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი