საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1984
2017 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების – ქ. ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული აღორძინების პერიოდის ერთ-ერთი შედევრის სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი