ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №439
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2017
matsne.gov.ge 903 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
ძირითადი მასალები
მასალები, რომლებიც ნივთიერი ფორმით შედის საბოლოო პროდუქტის შემადგენლობაში
მუხლი 2
დამხმარე მასალები
მასალები, რომლებიც აუცილებელია წარმოების პროცესში, მაგრამ ნივთიერი ფორმით არ შედის საბოლოო პროდუქტის შემადგენლობაში
მუხლი 2
სატენდერო ხარჯთაღრიცხვა
პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემსყიდველისათვის წარდგენილი, სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა
მუხლი 2
რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა
სატენდერო ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ცალ-ცალკე არის გამოყოფილი ძირითადი და დამხმარე მასალები, შრომის ანაზღაურება, მანქანა-მექანიზმების გამოყენება, ზედნადები ხარჯებისა და გეგმური დაგროვების დანარიცხები, ამასთანავე, რომელიც შედგენილია საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებში მოცემული ერთეულზე ნორმატიული ხარჯის დაცვით, შესაბამისი შიფრებისა და ერთეულზე  ხარჯის ნორმის  მითითებით
მუხლი 2
გამოცემული/აღიარებული ბაზრის კვლევები
შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილი სახელმწიფო სტრუქტურების, მშენებელთა ასოციაციების,  პროფესიული კავშირების ან/და მათ მიერ გამოცემული/აღიარებული მეთოდოლოგიის შესაბამისად სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც ასახავენ ბაზრის მონაცემებს შესაბამისი პერიოდისათვის და ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ამასთანავე, კვლევის შედეგად მიღებული თითოეული მონაცემი უნდა ეფუძნებოდეს მიკვლევადი, ფიქსირებული მონაცემების ანალიზს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს კვლევის ნებისმიერი შედეგის გადამოწმების შესაძლებლობას
მუხლი 2
ნორმატიული დანახარჯები
საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების, მათ შორის, „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად, კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო  რესურსები
მუხლი 2
ღირებულების რეზერვი
ინსპექტირების ან ექსპერტიზის შედეგად კონკრეტული სამუშაოს შესრულების ღირებულებასა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში მოცემული იმავე სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრულ ღირებულებას შორის გამოვლენილი მეტობა
მუხლი 2
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შესახებ დასკვნა
შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი ან უარყოფითი დასკვნა, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული ან უარყოფილი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულებით (ერთეულების გათვალისწინებით) მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. 2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე 85% 16.02.2023 ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 10.02.2020 საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 11.03.2026 რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 17.01.2020 სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ძირითადი მახასიათებლები (იხილეთ შენიშვნა 1) 83% 01.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №439 2017 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური რეგლამენტი სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის  ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის  მეთოდიკა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი – „სამშენებლო სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის  მეთოდიკა“ (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკას. 2. რეგლამენტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის დოკუმენტის მიმართ სავალდებულო  მოთხოვნების განსაზღვრა და მისი ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის (ადეკვატურობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (შემდგომში – ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში) გაცემისათვის აუცილებელი პირობებისა და პროცედურების დადგენა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ძირითადი მასალები – მასალები, რომლებიც ნივთიერი ფორმით შედის საბოლოო პროდუქტის შემადგენლობაში; ბ) დამხმარე მასალები – მასალები, რომლებიც აუცილებელია წარმოების პროცესში, მაგრამ ნივთიერი ფორმით არ შედის საბოლოო პროდუქტის შემადგენლობაში; გ) სატენდერო ხარჯთაღრიცხვა – პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემსყიდველისათვის წარდგენილი, სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა; დ) რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვასატენდერო ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ცალ-ცალკე არის გამოყოფილი ძირითადი და დამხმარე მასალები, შრომის ანაზღაურება, მანქანა-მექანიზმების გამოყენება, ზედნადები ხარჯებისა და გეგმური დაგროვების დანარიცხები, ამასთანავე, რომელიც შედგენილია საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებში მოცემული ერთეულზე ნორმატიული ხარჯის დაცვით, შესაბამისი შიფრებისა და ერთეულზე  ხარჯის ნორმის  მითითებით; ე) გამოცემული/აღიარებული ბაზრის კვლევები – შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილი სახელმწიფო სტრუქტურების, მშენებელთა ასოციაციების,  პროფესიული კავშირების ან/და მათ მიერ გამოცემული/აღიარებული მეთოდოლოგიის შესაბამისად სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც ასახავენ ბაზრის მონაცემებს შესაბამისი პერიოდისათვის და ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ამასთანავე, კვლევის შედეგად მიღებული თითოეული მონაცემი უნდა ეფუძნებოდეს მიკვლევადი, ფიქსირებული მონაცემების ანალიზს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს კვლევის ნებისმიერი შედეგის გადამოწმების შესაძლებლობას; ვ) ნორმატიული დანახარჯები – საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების, მათ შორის, „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად, კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო  რესურსები; ზ) ღირებულების რეზერვი – ინსპექტირების ან ექსპერტიზის შედეგად კონკრეტული სამუშაოს შესრულების ღირებულებასა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში მოცემული იმავე სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრულ ღირებულებას შორის გამოვლენილი მეტობა; თ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შესახებ დასკვნა – შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი ან უარყოფითი დასკვნა, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული ან უარყოფილი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულებით (ერთეულების გათვალისწინებით) მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. 2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. სამშენებლო სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის დოკუმენტის ძირითადი მონაცემები სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის დოკუმენტით გათვალისწინებული: ა) სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების გამოყენების ღირებულება დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (იჯარა, ქირავნობა და სხვა) შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის, ზემოთ მოყვანილი კატეგორიის წინარე ან პირობადებული ხელშეკრულებ(ებ)ით), ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი (მათ შორის, წინარე ან პირობადებული) ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით; ბ) თითოეული ტიპის სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრული ხელფასის ოდენობა ნაკლები არ უნდა იყოს, შესაბამისი პერიოდისათვის გამოცემული/აღიარებული ბაზრის კვლევების შესახებ შესაბამის გამოცემებში ასახულ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ სამუშაოს შესასრულებლად რესურსული მეთოდით განსაზღვრული ხელფასის ოდენობის 70%-ზე. მუხლი 4🔗. სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენა 1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მიზნით, უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებში გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, ისინი უნდა აღმოიფხვრას შემდეგის გათვალისწინებით:  ა) წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული თითოეული სამუშაოს დასახელება, მოცულობა, განზომილების ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვის შესაბამის მონაცემებს; ბ) მატერიალური, შრომითი და მანქანა-მექანიზმების რესურსების აუცილებლობა და საკმარისობა ნორმატიული დანახარჯების შესაბამისად; გ) ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ, პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოცემული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს ხარჯთაღრიცხვის შესაბამის მონაცემებს; დ) სხვადასხვა ტიპის მასალების (მაგ., დუღაბების, მოზაიკებისა და სხვ.) ობიექტზე დამზადების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ამ მასალების დამზადების კალკულაციების ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს ხარჯთაღრიცხვის შესაბამის მონაცემებს. ამასთანავე, კალკულაციებში გამოყენებული მასალების ღირებულებები ნაკლები არ უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულ, პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოცემულ ღირებულებებზე. 2. ძირითად მასალებზე, რომელთა ღირებულება დაბალი იქნება შესაბამისი პერიოდისთვის გამოცემული/აღიარებული ბაზრის კვლევების შესახებ შესაბამის გამოცემებში ასახულ მონაცემებზე, უნდა იქნეს წარდგენილი შესყიდვის ინვოისები ან/და პრეტენდენტის მიერ ექსპერტიზის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის დოკუმენტების წარდგენამდე არაუმეტეს ექვსი თვის  პერიოდში  მსგავსი მასალების შეძენის სასაქონლო ზედნადებები, სხვა შემთხვევაში მასალის დაბალი ფასი გამყარებული უნდა იქნეს პრეტენდენტი ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული შესაბამისი მასალის მარაგებით (საბუღალტრო ნაშთებში წარმოდგენილი რაოდენობის მასალების ღირებულება შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც საბაზრო, ასევე საბალანსო ღირებულებაზე დაბალი) ან/და კარიერების, საამქროებისა და ა.შ. ფლობით და შესაბამისი დამოწმებული კალკულაციების წარდგენით. 3. საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი და შეიცავდეს ჩანაწერს, შეესაბამება თუ არა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. სამშენებლო სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის განმახორციელებელი ორგანო სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზა (ინსპექტირება) ხორციელდება და შესაბამისი დასკვნა/ანგარიში გაიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული  დაწესებულების/პირის მიერ. მუხლი 6🔗. სამშენებლო სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის თანდართული დოკუმენტაცია 1. სამშენებლო სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნას/ინსპექტირების ანგარიშს თან უნდა ერთოდეს: ა) სატენდერო ხარჯთაღრიცხვა; ბ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი, რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის სახემდე დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. 2. შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნას/ინსპექტირების ანგარიშს ასევე თან უნდა ერთოდეს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ძირითადი მასალების ინვოისების, ხელშეკრულებების (მათ შორის, წინარე ან პირობადებული ხელშეკრულებების), ზედნადებების, სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და იჯარის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც გამოყენებულ იქნა კვლევაში.