საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №443
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.020153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2018 წლების ეროვნული სტრატეგიის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №443
2017 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად, დღეს საქართველო, ევროპის ქვეყნებს შორის, კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ხოლო ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული.
საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი რეფორმა ან დროში შეზღუდული პროცესი და საჭიროებს მუდმივ და განგრძობად ძალისხმევას კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის.
მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, კიდევ უფრო თანამედროვე ეტაპზე გადავიდა. ისევე, როგორც ევროპის სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, საქართველოსთვისაც მთავარი ორიენტირია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფო მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით გამოყენება.
2017 წლის 24 აპრილს საქართველოს ანტიკორუფციულმა საბჭომ დაასრულა გასული წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროცესი და იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს, საერთაშორისო (OECD-ACN, GRECO) და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ყოველივე ამის გათვალისწინებით:
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი