1. დაწესებულებას მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი):

ა) ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა.ა) სტრატეგიულ მართვაზე;

ა.ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;

ა.გ) მატერიალური რესურსების მართვაზე;

ა.დ) ადამიანური რესურსების მართვაზე.

ბ) საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ბ.ა) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი;

ბ.ბ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.

გ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.

დ)  ტექნიკური პერსონალი:

დ.ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი;

დ.ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.ე) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.ვ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.

2. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.

3. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.
თავი III
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტებ