შპს „სვით-ლენდის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16336-2016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16336-2016

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2017 წლის 24 ივლისი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, შპს „სვით-ლენდის“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „სვით-ლენდის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით, შპს „სვით-ლენდის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2016 წლის 31 აგვისტოს შპს „სვით-ლენდის“ კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა კრედიტორების: შპს „ბარზოს“, შპს „სერას“, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“, შპს „ჯორჯიან ქარდბოარდის“, შპს „ალფას“ მოთხოვნები, დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.

2017 წლის 27 ივნისს შპს „სვით-ლენდის“ გაკოტრების მმართველმა − სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

2017 წლის 24 ივლისს კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა − სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ წარმოადგინა საბოლოო ანგარიში დაზუსტებული სახით.

სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორის პოზიცია, მიაჩნია, რომ შპს „სვით-ლენდის“ მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით,             გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს დასრულებულ აუქციონზე მოვალის ქონების შემძენი გახდა შპს „ნიუ პროჯექტი”, რომლის გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 14 708 ლარი და 40 თეთრი, საიდანაც დღგ-ის სახით გადახდილი იქნა 2243 ლარი და 65 თეთრი. შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციით შემოსულმა თანხამ შეადგინა 12 464 ლარი და 75 თეთრი. შპს „სვით-ლენდს“ გააჩნდა დებიტორული მოთხოვნა შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ და გ“-ს მიმართ 8819 ლარის და 7 თეთრის ოდენობით, რომელიც 2016 წლის 1 ნოემბერს კომპანიის მიერ სრულად გადაირიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. გაკოტრების მმართველის მიერ ამოღებულმა თანხამ ჯამში შეადგინა 21 283 ლარი და 82 თეთრი. აღნიშნული თანხა განაწილდა შემდეგი სახით: მოცემულ შემთხვევაში, სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს (საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შესაბამისად) მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების საფასური − 5000 ლარს. დარჩენილი თანხა − 11283 ლარი და 82 თეთრი წარმოადგენს მე-4 რიგის კრედიტორისათვის − სსიპ „შემოსავლების სამსახურისათვის“ გადასაცემ თანხას.

ამდენად, გაკოტრების მმართველის ანგარიშით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შპს „სვით-ლენდის“ სამეურვეო ქონება რეალიზებულია და ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და აღნიშნული გარემოება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. დასრულდეს შპს „სვით-ლენდის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს „სვით-ლენდის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 400091039) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს „სვით-ლენდის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

მოსამართლე                                                                                              ლაშა ქოჩიაშვილი