აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2017
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების
დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2017 წლის 29 სექტემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
კვალიფიკაცია და გამოცდილება
1. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების –
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
,,აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ (შემდგომში –
საჯარო დაწესებულება) გამგე (შემდგომში –
დირექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტში მითითებული რომელიმე ვარიანტის მოთხოვნებს სრულად:
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება სკოლამდელი განათლების დარგში;
ბ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
3. საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების ადმინისტრირების დარგში;
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით, გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება.
4. საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება, განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში;
ბ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
5. საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში;
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
6. საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში;
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
მუხლი 2🔗.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“.
მუხლი 3🔗.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
ე) განათლების ძირითად თეორიებს;
ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;
ზ)ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;
ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;
კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;
ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;
მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს;
ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.
2 .საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;
თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;
ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;
კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება.
მუხლი 4🔗.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.