ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2017
ძალის დაკარგვა 26.12.2017
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,209 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2017 მიღება
26.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2017 წლის 29 სექტემბერი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი დანართი 1 ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების  უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. მუხლი 2🔗 საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗 საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭო შედგება 15 წევრისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3.საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. 5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, შედიან: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „ნაბიჯი-ტყიბული“; ზ) ტყიბულის  რაიონის განვითარების ფონდი; თ) საქართველოს  წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაცია. 6. საბჭოს წევრები სარგებლობენ გადაწყვეტილების ხმის მიღების უფლებით.    7. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე. იგი ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი. 8. საბჭოს უფლება აქვს, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, ჩართოს ისინი საბჭოს სდომის სამუშაო პროცესში, სათათბირო ხმის უფლების გარეშე. მუხლი 4🔗 საბჭოს ამოცანები 1. საბჭოს ამოცანებია: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ; დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. მუხლი 5🔗 საბჭოს უფლებამოსილება 1. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) საბიუჯეტო ასიგნებების გარდა, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავება/დაფინანსებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის კოორდინაცია- ზედამხედველობა და მონიტორინგი; ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. მუხლი 6🔗 საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 1. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 7🔗 საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას. 2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 3. ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 8🔗 საბჭოს მდივანი 1. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე. 2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას. 3.საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას. 4.აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას. 5.ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 9🔗 საბჭოს წევრის უფლებამოსილება 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზედაც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ: ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) გარდაიცვალა. მუხლი 10🔗 საბჭოს სხდომები 1. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნას საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.