ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2017
matsne.gov.ge 465 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.10.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.09.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 08.02.2018 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.03.2025 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №39 2017 წლის 29 სექტემბერი ქ. ბოლნისი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ,,ადრეული  აღზრდისა  და  განათლების  მომსახურების  მიმწოდებელი ან/და  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს  2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი 1 ადრეული  აღზრდისა  და  განათლების  მომსახურების  მიმწოდებელი ან/და  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის   საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. კვალიფიკაცია და გამოცდილება 1. ადრეული  აღზრდისა  და  განათლების  მომსახურების  მიმწოდებელი ან/და  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის  განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ   მოთხოვნებს სრულად. 2. საჯარო დაწესებულების დირექტორს: ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში; ბ) აქვს მუშაობის არანაკლებ 3 წლის  გამოცდილება; გ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში ან/და განათლების ადმინისტირებაში, ან/და ადამიანური რესურსების მართვაში. მუხლი 2🔗. სამართლებრივი აქტების ცოდნა საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”. მუხლი 3🔗. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს; ე) განათლების ძირითად თეორიებს; ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში; ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს; ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს; კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს; ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს; მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს; ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს. 2 .საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება; თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება; ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა; კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება. მუხლი 4🔗. საჯარო  დაწესებულების  დირექტორად  მიღების  დაუშვებლობა საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:  ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.