თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სიის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.157.016287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №183

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სიის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სია, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), კერძოდ:

1. გიორგი ბრწყინვალეს  ქუჩა (ქ. თეთრიწყარო).

2. დემეტრე თავდადებულის  ქუჩა (ქ. თეთრიწყარო).

3. ვახტანგ გორგასლის ქუჩა (ქ. თეთრიწყარო).

4. ივანე ჯავახიშვილის  ქუჩა  (ქ. თეთრიწყარო).

5. ნიკო მუსხელიშვილის  ქუჩა  (ქ. თეთრიწყარო).

6. სამშვილდის  ქუჩა  (ქ. თეთრიწყარო).

7. ცხრა ძმის ქუჩა (დაბა მანგლისი);

8 იოანე მანგლელის ქუჩა (დაბა მანგლისი)

9. სოფლების – კოდა-მუხათის საავტომობილო გზის მონაკვეთი (ე.წ. ძველი გზა).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე