1. თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ამ დადგენილებაში გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისას ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომლიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ სამართალსუბიექტის თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:
ა) პირველ პუნქტში შეიტანება: ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: ოქმის შედგენის ადგილი;
გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის მონაცემები –
ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამდასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის, მიეთითება შესაბამისი კანონი, მუხლისა და ნაწილის ჩვენებით;
ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმეთა (ასეთების არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი);
თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;
ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი; დამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი;
კ) მე-10 პუნქტში შეიტანება: მოწმეების (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი; დაზარალებულ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები თანამშრომელი და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
11. სამართალსუბიექტი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გათვალისწინებით, ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალსუბიექტის მიერ დაუყოვნებლივ იგზავნება რაიონულ სასამართლოშ