აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მიღების თარიღი 22.09.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის #39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 12 დეკემბრის №14 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №14
2017 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მუხლი 1🔗. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-7 პუნქტებისა და „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №24 დადგენილება.
2. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილება.
3. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილება.
4. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 15 მაისის №19 დადგენილება.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია