📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მიღების თარიღი 22.09.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.061.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2017
matsne.gov.ge 414 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 22.09.2017 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის #39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 92% 25.07.2018 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 12 დეკემბრის №14 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 10.07.2015 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 30.07.2024 „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კავკასიის არწივის სპეციალური ძალების სწავლების შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 28.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №15 2017 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუხლი 1🔗„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-7 პუნქტებისა და „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის №7 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014  წლის  24 იანვრის №5 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013  წლის  13 მარტის №8 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს №36  დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის  2014 წლის 21 ოქტომბრის № 322/ძ ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №59 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონკურსის/ატესტაციის  ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 11 მარტის №01/13 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 24 აპრილის №01/21  ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 21 ოქტომბრის №01/11 ბრძანება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ”. 10. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №12/02-03  ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. მუხლი 2🔗.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი    ვახტანგ ყოლბაია