„2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის №81/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №170/ნ |
|
2017 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის №81/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430120000.22.022.017155) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესის და პირობების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. უნივერსიტეტის დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია უნივერსიტეტს გადაურიცხოს ამ ბრძანების დანართი 2-ის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის შესაბამისი პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უნივერსიტეტისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|