ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2017
matsne.gov.ge 1,406 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დაწესებულების პერსონალი
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე
მუხლი 2
საგანმანათლებლო პროგრამა
სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა
მუხლი 2
თემი
ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 29.09.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 28.09.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 27.10.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 13.04.2018 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 29.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2017 წლის 29 სექტემბერი ქ. დმანისი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი №1 სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წინამდებარე დოკუმენტის მიზანი დმანისის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. 2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა; გ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ. მუხლი 3🔗. გავრცელების სფერო და რეგულირების საგანი 1. წინამდებარე დოკუმენტი ვრცელდება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალზე და ადგენს დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს.  თავი II პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები მუხლი 4🔗. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი. 2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და დაწესებულების შინაგანაწესს. 3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში. 4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე. 5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას და თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებას. 6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისთვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. პერსონალი არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე და დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს, დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, ზრუნავს შეკეთებაზე ან მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ სუბიექტს. 9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს. 10. პერსონალი თავს იკავებს გამოცხადებისაგან/არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით, ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულებას აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას. 11. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას, არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის, არ ჩამოტვირთავს/უყურებს ძალადობისა და უხამსობის ამსახველ ვიდეო/ფოტომასალას. 12. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის. 13. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა), დაწესებულების ტელეფონს იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის. 14. პერსონალი საქმიანობს სუფთა, კომფორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში. 15. პერსონალი ადვოკატირებას უწევს ბავშვის, საკუთარი და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებას. 16. პერსონალი ყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. 17. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს, ასევე ფსიქოტროპული საშუალებების დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. 18. პერსონალი უფრთხილდება საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის. 19. პერსონალი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის საჯარო აქტივობაში, რომლებიც არ ლახავს მისი და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას. თავი III დაწესებულების პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები მუხლი 5🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები  ბავშვებთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალი აღიარებს ბავშვს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პერსპექტივას. 2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას. 3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის მიკუთვნებულობის განცდაზე. 4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა. 5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. 6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან. 7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის. 8. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. 9. პერსონალი უზრუნველყოფს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, პირადი მაგალითით. 10. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. 11. პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით, ინტერნეტსივრცეში) მოიპოვებს ბავშვისა და მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით. 12. დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესის დაცვით. 13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის ადეკვატურ ქმედებებს. 14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს. 15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა. 16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან. მუხლი 6🔗. დაწესებულების პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეული ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, ხელს უწყობს მათ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. 2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს განურჩევლად მათი გენდერული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა. 3. პერსონალი უზიარებს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე ბავშვის განვითარების შესახებ. 4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაზე. 5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს. 6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას ბავშვის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს ბავშვის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან, ან სხვა მშობლებთან. 7. პერსონალი, ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ორივე მხარესთან. 8. პერსონალი არ შედის ფამილარულ ურთიერთობებში ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თავს არიდებს მათთან კონფლიქტურ  ურთიერთობას. 9. პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ბავშვისგან ან მისი მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან არ იღებს ფულს ან საჩუქარს. 10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან. მუხლი 7🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალს აქვს პოზიტიური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა. 2. პერსონალი მუშაობს გუნდურად, მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის პოზიტიურ ინიციატივებს,  ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს. 3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ განვითარებაში. 4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას. 5. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო  რესურსის გაზიარების გზით. 6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე. 7. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად. 8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალობას, პირად ცხოვრებას და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნებას. 9. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს ერთმანეთის  მისამართით. 10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსესუსის მიღწევას. 11. პერსონალი თავს არიდებს და აღკვეთს ისეთ  ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს, ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში; 12. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან. მუხლი 8🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თემთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსების შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, სპეციალისტები და ა.შ.) და იყენებს დაწესებულების სასარგებლოდ. 2. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას. 3. პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე, სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 4. პერსონალი თანამშრომლობს თემში არსებულ ორგანიზაციებსა და ცალკეულ ინდივიდებთან  ბავშვებისა და მათი ოჯახების  მხარდასაჭერად. 5. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს თემსა და გარემოზე (არ აყენებს მას ზიანს, არ აბინძურებს და სხვა). თავი IV პასუხისმგებლობა მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა პერსონალის მიერ ამ დოკუმენტით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.