ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2017 წლის 29 სექტემბერი
ქ. დმანისი
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების (შემდგომში –
დაწესებულება) პერსონალი.
მუხლი 2🔗. სტანდარტის რეგულირების სფერო
სტანდარტი, პერსონალის კლასტერის მიხედვით, განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებს.
მუხლი 3🔗. სტანდარტის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილებების წარმატებით განხორციელებისთვის. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულებების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოს, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს.
მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება
1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) დაწესებულების პერსონალი –
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ვ) ფინანსებისა და მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
თ) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რიტმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.);
ი) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
კ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში სისუფთავის, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე. მატერიალური რესურსის გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე, მოვლასა და დაცვაზე;
ლ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
მ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ნ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ;
თავი II
დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
მუხლი 5🔗. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდნენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი):
1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:
ა) სტრატეგიულ მართვაზე;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;
გ) ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე.
2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი, აღმზრდელ-პედაგოგი, და სხვა პერსონალი (მაგ., ასისიტენტი, მუსიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი და ა.შ.)
.
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
ა) ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგრებელი პერსონალი (ექიმი, ექთანი).
4. ტექნიკური პერსონალი:
ა) სისუფთავის, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
ბ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე, მოვლასა და დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი.
5. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი –
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისათვის ჯანსაღი საკვების მომზადებას.
6. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.
7. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.
თავი III
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 6🔗. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილებას) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
გ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ზ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
თ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
ი) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
კ) ინვენტარიზაციის პროცედურები;
ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;
მ) ფონდების მოძიების პრინციპები.
3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია
ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
გ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
დ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება;
ე) შესყიდვების დაგეგმვა;
ვ) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
ბ) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად ან პრაქტიკოსად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები;
ვ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
ზ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;
თ) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
ი) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
კ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
მ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია
ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;
დ) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ე) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
ზ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
თ) ადამიანური რესურსის მართვა.
მუხლი 8🔗. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში;
ბ) ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;
ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;
გ) ფინანსური რეგულაციები;
დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
ბ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
გ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
დ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
ე) შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;
ვ) ქონების ინვენტარიზაცია.
თავი IV
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 9🔗. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის საქმიანობას წარმოადგენს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვა, მისი აღზრდა, განვითარება და განათლება. ამ მიზნებისთვის იგი უზრუნველყოფს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემოს და ამ პროცესში ურთიერთობს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, კოლეგებთან და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის ტიპური სამუშაო გარემოა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისად აღჭურვილი შიდა და გარე სივრცე.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს აქვს:
აკადემიური უმაღლესი განათლება.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
1. სამუშაოს ორგანიზება
ა) შეუძლია დაიცვას შინაგანაწესით განსაზღვრული დღის განრიგი;
ბ) თანამშრომლობს კოლეგებთან;
გ) აწარმოებს რეგულაციებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
დ) უფრთხილდება ბაღის ქონებას/ინვენტარს;
ე) იცავს ეთიკის ნორმებს;
ვ) იცნობს ბავშვთა უფლებების კონვენციას.
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა
ა) იცის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და შეიმუშავებს სააღმზრდელო პროცესის გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს;
ბ) განსაზღვრავს სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო რესურსებს;
გ) შეიმუშავებს ინდივიდუალურ სააღმზრდელო გეგმას;
დ) ხელმძღვანელობს სავალდებულო და სარეკომენდაციო ლიტერატურით.
3. თემთან და ოჯახთან ურთიერთობის წარმართვა
ა) ამყარებს კომუნიკაციას მშობლებთან და თემთან. შეუძლია განსხვავებული მოსაზრების გათვალისწინება სააღმზრდელო პროცესში;
ბ) სააღმზრდელო პროცესში ასახავს თემში არსებულ ტრადიციებს, მრავალფეროვნებასა და თავისებურებებს.
4. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა
ა) წარმართავს აქტივობებს ბავშვების დიდ ჯგუფთან;
ბ) უზრუნველყოფს აქტივობების ჩატარებას მცირე ჯგუფებთან;
გ) აწარმოებს ბავშვზე დაკვირვებას. იცის სუსტი და ძლიერი მხარეები;
დ) აწარმოებს ბავშვის შეფასებას;
ე) სააღმზრდელო პროცესში თანამშრომლობს თანაშემწესთან;
ვ) ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, იცნობს განვითარების თეორიებს;
ზ) შეიუმშავებს ჯგუფის წესებს ბავშვებთან ერთად;
თ) შეუძლია ბავშვებისათვის არჩევანის თავისუფლების მიცემა და მათთან ერთად თვალსაჩინოებების დამზადება;
ი) იცის ბავშვების წახალისების მექანიზმები.
5. ბავშვის მრავალმხრივი განვითარება
ა) იცის თამაშის მნიშვნელობის შესახებ ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და მისი კეთილდღეობისათვის. იცნობს თამაშის მრავალფეროვან ფორმებს;
ბ) იცის ხელოვნებისა და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში;
გ) შეუძლია ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში კომუნიკაციის და მეტყველების უნარების განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) შეუძლია ადრეულ ასაკში მეცნიერებისა და მათემატიკური წარმოდგენების სწავლების მიზნების გათვალისწინება;
ე) შეუძლია თვითგამოხატვისა და კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
6. განმავითარებელი გარემოს მოწყობა
ა) აწყობს სააღმზრდელო ჯგუფის ფიზიკურ გარემოს სააღმზრდელო პროგრამის შესაბამისად, ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
ბ) ქმნის ესთეტიკურად მიმზიდველ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს ბუნებრივი მასალების გამოყენებით.
7. ინკლუზიური და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა
ა) უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებას. იცნობს ბავშვთა უფლებების კონვენციას და იცის თანასწორი საზოგადოების შექმნის მნიშვნელობა;
ბ) უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებულ სააღმზრდელო გარემოს, იცნობს ინკლუზიურ გარემოს მახასიათებლებს;
გ) ახორციელებს სააღმზრდელო პროცესს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებს შორის განსხვავებულობის პატივისცემას;
დ) შეუძლია აქტივობების მორგება ბავშვის ინტერესებზე და წახალისების ფორმების მოძებნა აქტიური ჩართვისთვის.
8. ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
ა) უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ეზოში გაყვანის წესს, ოთახის განიავებას;
ბ) იცნობს ბავშვისთვის პირველადი დახმარების გაწევის პრინციპებს და მეთოდებს ინდივიდუალურობის გათვალისწინებით;
გ) ხელს უწყობს ჰიგიენის დაცვას. ჯანსაღი კვების პრინციპების გამოყენებას კვების პროცესში;
დ) უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების გაცნობას და განხორციელებას;
ე) უზრუნველყოფს ეკოლოგიურ განათლებას ეფექტური ხერხებითა და მეთოდებით. იყენებს წახალისებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.
9. პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
ა) იცის ადრეული და სკოლამდელი განათლების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ და ეცნობა საჭირო ლიტერატურას პროფესიული უნარების დახვეწისათვის;
ბ) მონაწილეობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში;
გ) ეცნობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს;
დ) იცნობს კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა გზებს;
ე) იცნობს პროფესიის თანამედროვე გამოწვევებს, იცის თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური საშუალებები. შეუძლია სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა;
ვ) შეუძლია სხვისი გამოცდილების გაზიარება, თავისი გამოცდილების კი ახალბედა კოლეგებისთვის გადაცემა;
ზ) შეუძლია შემოქმედებითად მიუდგეს პროფესიულ საქმიანობას.
თავი V
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 10🔗. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;
ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ე) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;
ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
კ) მენიუს შედგენის წესი.
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ე) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა და მეთვალყურეობა;
ვ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
ზ) „დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.
თავი VI
ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 11🔗. სისუფთავის, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. სისუფთავის, სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. სისუფთავის, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;
გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
3. სისუფთავის, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
მუხლი 12🔗. მატერიალური რესურსის გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე, მოვლასა და დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი.
1. მატერიალური რესურსის გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე, მოვლასა და დაცვაზე.
პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. მატერიალური რესურსის გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე, მოვლასა და დაცვაზე.
პასუხისმგებელ პერსონალმა იცის:
ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ) საევაკუაციო გეგმა;
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები;
დ) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;
ე) ტექნოლოგიებისა და ტექნიკის უსაფრთხო მოხმარების პრინციპები.
3. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ბ) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღის, ინვენტარის შეკეთება;
გ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
დ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად;
ვ) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
ზ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.
თავი VII
მუხლი 13🔗. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) კვების ობიექტზე, ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ) მენიუს შედგენის წესი;
ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;
თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი.
3. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ) მენიუს შედგენა;
გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;
ვ) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
თავი VIII
პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
მუხლი 14🔗. პერსონალის ღირებულებები:
1. პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ;
2. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას;
3. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის;
4. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას;
5. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;
6. პერსონალი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული;
7. პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია;
8. პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობაა.
მუხლი 15🔗. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა:
1. პერსონალი იცავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის;
3. პერსონალი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის პირადი მაგალითით;
4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება;
5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარიული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ;
6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს;
7. პერსონალი ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის პირადი მაგალითით;
8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს.
თავი IX
პერსონალის პროფესიული გარემო
მუხლი 16🔗. ურთიერთობა
1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან;
2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმები;
3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად;
4. პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში;
5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან, ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას;
6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას;
7. პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.
მუხლი 17🔗. პროფესიული განვითარება
1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით;
2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს;
3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა;
4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად;
5. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა.
თავი X
პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა
მუხლი 18🔗. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა
1. პერსონალი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფს მრავალფეროვნების პატივისცემას და თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვას.
2. პერსონალი პატივს სცემს და საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით.
3. პერსონალი დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
4. პერსონალი საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.