ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2017
ძალის დაკარგვა 04.01.2018
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 185 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2017 მიღება
04.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2017 წლის 29 სექტემბერი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საგზაო მოძრაობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის №3767 წერილის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები: ა) ქვემო ქვალონისა და   შუა ქვალონის   საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან –   საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ (№1.2 – 2 ცალი); ბ) ქვემო ქვალონისა და  შუა ქვალონის საავტომობილო  გზაზე რკინიგზის  გადასასვლელთან –   საგზაო ნიშანი „რკინიგზის გადასასვლელთან   მიახლოების ნიშანი“ (№1.4.1. – 2 ცალი); გ) ახალსოფლის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან – საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ (№1.2. – 2 ცალი); დ) ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან – საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ (№1.2. – 2 ცალი). მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა