1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის დარგში ან ბუღალტერის პროფესიული სპეციალიზაცია;
ბ) ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;
ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;
გ) ფინანსური რეგულაციები;
დ) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი.
3. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
დ) შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;
ე) ქონების ინვენტარიზაცია;
ვ) სახელფასო უწყისის წარმოება;
ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენ