ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2017
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/10/2017
matsne.gov.ge 593 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.09.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.04.2018 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.07.2019 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.12.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2017 წლის 2 ოქტომბერი ქ. გურჯაანი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე-2 მუხლის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები  ამოქმედდეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზვიად ყვირალაშვილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. მუხლი 2🔗. განათლება და გამოცდილება საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან  დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამაადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). მუხლი 3🔗. სამართლებრივი აქტების ცოდნა საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ზ) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი. მუხლი 4🔗. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში; ზ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები. კ) ფინანსური მართვის საფუძვლები; ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; მ) ფონდების მოძიების პრინციპები; ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; ო) ინვენტარიზაციის პროცედურები. 2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე)პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; თ) შესყიდვების დაგეგმვა; ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა; კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ლ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა. მუხლი 5🔗. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა  საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.