1. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში.
2. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
3. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;
დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;
ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;
თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები.
ი) თემში არსებული რესურსების შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.
4. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;
დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალურ- საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;
ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალურ-საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვის ჯგუფში, ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში;
თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ლ) ბავშვის ინდივიდუალურ-საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება.