საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016462
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №33
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის № 24 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცესის ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;
ბ)
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემა და აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვა;
გ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
დ)
საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;
ვ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, მომზადება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;
თ)
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სანებართვო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;
ი)
სანებართვო მოწმობების გაცემა;
კ)
ნებართვებში/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ლ)
უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში ნებართვებთან/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებასთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ნ)
კომპეტენციების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;
ო)
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
პ)
საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
ჟ)
რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი;
რ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ს)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი, ანალიზი და კოორდინაცია;
ტ)
რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;
უ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრა;
ფ)
ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნება;
ქ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ღ)
სწორი სივრცითი და სექტორული დაგეგმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
ყ)
გარემოს დაცვის სფეროში მონაცემთა მართვის ეროვნული გეოინფორმაციული სისტემის შექმნისა და არსებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
შ)
კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;
ჩ)
კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ც)
კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ძ)
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
წ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის წარდგენა;
ჭ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
ხ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ჯ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
ჰ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
ჰ1)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ჰ2)
კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწებულებების, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობა;
ჰ3)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ)
ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ)
ხელს აწერს სანებართვო მოწმობას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას;
ე)
ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ)
წელიწადში ერთხელ, მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ;
ი)
შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მოწყობილობების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ლ)
ახორციელებს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.
2.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მისი ფუნქციები დროებით ეკისრება დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს.
მუხლი 7🔗
1.
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარატამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ბ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარატმენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
დ)
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
ნებართვების სამმართველო;
ბ)
სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველო.
მუხლი 9🔗
ნებართვების სამმართველო ახორციელებს:
ა)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენასა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ორგანიზებას;
ბ)
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემას და აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვას;
გ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;
დ)
საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;
ვ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, მომზადებასა და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას;
თ)
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სანებართვო მოწმობების გამოყენებასა და აღრიცხვას;
ი)
უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
კ)
ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვას;
ლ)
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
მ)
საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწებულებების, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობას;
ო)
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველო ახორციელებს:
ა)
რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზს;
ბ)
ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავებას;
გ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგს, ანალიზსა და კოორდინაციას;
დ)
რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრას;
ვ)
ნებართვებში/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ზ)
ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
თ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
ი)
სწორი სივრცითი და სექტორული დაგეგმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას;
კ)
გარემოს დაცვის სფეროში მონაცემთა მართვის ეროვნული გეოინფორმაციული სისტემის შექმნისა და არსებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ლ)
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ო)
კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და მინისტრისათვის წარდგენას;
პ)
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ჟ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადებას და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის წარდგენას;
რ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ს)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავებასა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებას;
უ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინებას;
ფ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდებას;
ქ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 11🔗
1.
მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ)
განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
დ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას;
ე)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებს;
ვ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.