„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№509
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016677
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №509

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული №52 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №52

სასაზღვრო პოლიციის  სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო  და კინოლოგიის სამმართველო

 

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

(ლარი)

მთავარი სამმართველოს უფროსი

2545

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2235

სამმართველოს უფროსი

2115

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

2000

სამსახურის უფროსის მოადგილე

1290

განყოფილების უფროსი

1235

მთავარი სპეციალისტი, უფროსი ოფიცერი

1010

წამყვანი სპეციალისტი, ოფიცერი

945

სპეციალისტი

770

“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 21 სექტემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი