📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 06.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016463
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2017
matsne.gov.ge 1,649 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.12.2016 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 06.10.2017 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.06.2025 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 06.01.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 29.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №34 2017 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“   „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.  2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.  მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.  თავი II დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:  ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;  ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა და საქმიანობის უზრუნველყოფა;  გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება და საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;  დ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;  ე) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;   ვ) სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;  ზ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხებს, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია  და ამ მიზნით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;  თ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან სამინისტროში მომზადებული  სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;  ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნების მომზადება;  კ) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;   ლ) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;  ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და  სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან მიმოწერის წარმოება;  ო) სამინისტროში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ან სამინისტროში განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების  პროექტების ექსპერტიზა, მათზე დასკვნების (შენიშვნების) მომზადების ან /და  მათი შეთანხმების  მიზნით;  პ) საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასკვნების მომზადება;  ჟ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;  რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განახორციელება.  თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა, მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.  მუხლი 6🔗 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:   ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას;  ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლება- მოვალეობების განხორციელებაზე;  გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის  უფროსებსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს;  დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;  ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;  ვ) წელიწადში ერთხელ, მინისტრს და  კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;   ზ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით  მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;  თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების პრემირების, წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;   ი) შუამდგომლობს იმ დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების უკეთესად შესრულებისათვის;  კ) პერიოდულად იბარებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;  ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლო პროცესზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და, ცალკეულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლების დასწრების აუცილებლობის შესახებ;  მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.  2. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში  მისი ფუნქციები დროებით ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს.  მუხლი 7🔗 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  მოადგილეს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.  2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:   ა) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარატმენტის  საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;  ბ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და  დეპარატმენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას;  გ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;  დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.  მუხლი 8🔗 დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:  ა) სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლშემოქმედებითი სამმართველო. გ) საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო. მუხლი 9🔗 სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:  ა) ახორციელებს სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სამართალდამცავ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;  ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, შესაგებლებს, შეგებებულ სარჩელებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებსა და შესაგებლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციას;   გ) ახორციელებს სამინისტროში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრებისა  და  წერილების განხილვას;  დ) ახორციელებს  სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს და მის  საფუძველზე ამზადებს წინადადებებს  კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;  ე) დეპარატმენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;  ვ) ახორციელებს წარმომადგენლობას სამინისტროს საქმიანობისას წარმოშობილ ქონებრივ დავებზე;   ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 10🔗 პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლშემოქმედებითი სამმართველო ახორციელებს: ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;  ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;  გ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;  დ) გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე;  ე) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფას;  ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების ვიზირებასა და საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაციას; ზ) სამინისტროს სისტემის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობას და შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის შედგენას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას;   ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას;   კ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;   ლ) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობას;  მ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას;  ნ) შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით წერილობითი ინფორმაციისა და ანგარიშების გამოთხოვას შესაბამისი ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან;  ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 11🔗 საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო:  ა) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას;  ბ) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციას და მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;  გ) შეიმუშავებს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით;  დ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;  ე) ამზადებს დასკვნას და შესაბამისობის ცხრილს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;  ვ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას; ზ) შეიმუშავებს  სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესამუშავებელი სამართლებრივი აქტების ყოველწლიურ გეგმას და უზრუნველყოფს ყოველწლიური გეგმის დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;  თ) ახორციელებს მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;  ი) მონაწილეობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში;  კ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 12🔗 1. მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მეორადი სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კომპეტენციის ფარგლებში:  ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;  გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს  საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;  დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებს;  ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.  3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის  და  დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.  თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.  მუხლი 14🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.