📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2017
matsne.gov.ge 937 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 26.12.2016 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 06.10.2017 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 06.10.2017 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 30.10.2025 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 26.12.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №38 2017 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013  წლის  10  მაისის №19  ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე  თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.  მუხლი 3🔗 სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.  თავი II სამსახურის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:  ა) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;  ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის და ამ სფეროში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;  გ) საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება;  დ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობისა და გარემოსდაცვით სფეროში მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება;  ე) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა;  ვ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;  ზ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა; თ) სამინისტროს ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;  ი) სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე პრესკონფერენციების, მედიაბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების, ინტერვიუების ორგანიზება, საინფორმაციო მასალების მომზადება და პრესრელიზების გავრცელება;  კ) მედიამონიტორინგი (საინფორმაციო საშუალებების ზოგადი ანალიზი, პრესდაიჯესტების მომზადება და მათი გავრცელება, მედიაგაშუქების არქივაცია) და მისი შედეგების შესახებ სამინისტროს თანამშრომლების ინფორმირება;  ლ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული უახლოესი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვება, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს პოზიციის გამოხატვა და ახსნა-განმარტების მომზადება;  მ)  ჟურნალისტთა აკრედიტაციის ჩატარება და მათთვის ინფორმაციული ხელშეწყობა;  ნ) სარეკლამო, პრომო მასალების დამზადებისა და შესაბამისი სარეკლამო კამპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;  ო) დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ინფორმირება;  პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;  ჟ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;  რ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება.  2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:  ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს შესაბამისი მონაცემები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან;  ბ) სახელმწიფო უწყებებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია გარემოს დაცვის სფეროში მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;  გ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.  თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.  მუხლი 6🔗 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:  ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;  ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;  გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;  დ) აკონტროლებს სამსახურის  საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;  ე) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;  ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;  ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;  თ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;  ი) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;  კ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიასა და წლიურ სამოქმედო გეგმას;  ლ) ასრულებს მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა კონკრეტულ დავალებებს;  მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.  2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მისი ფუნქციები დროებით ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს.  თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 7🔗 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.  მუხლი 8🔗 სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.