დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №178/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430150000.22.022.017430
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2017
matsne.gov.ge 2,403 სიტყვა · ~12 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (24)
გრანტი
რუსთაველის ფონდის მიერ გაცემული დაფინანსება გამარჯვებული პროექტების განხორციელებისათვის
მუხლი 2
წამყვანი ორგანიზაცია საქართველოს მხრიდან
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს მხრიდან პროექტის ხელმძღვანელს, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და პოსტდოქოტრანტებს, ასევე დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას რუსთაველის ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს
მუხლი 2
წამყვანი ორგანიზაცია გერმანიის მხრიდან
გერმანიაში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. წამყვანი ორგანიზაცია გერმანიის მხრიდან უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს გერმანიის მხრიდან, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, ასევე დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გერმანიის მხრიდან პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად
მუხლი 2
პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის კვლევით პროექტს
მუხლი 2
პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მხრიდან
გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო/აკადემიური პერსონალი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას
მუხლი 2
დოქტორანტი
საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომელსაც დისერტაციის ადგილობრივ ხელმძღვანელთან ერთად, სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევს გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო/აკადემიური პერსონალი
მუხლი 2
პოსტდოქტორანტი
საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით
მუხლი 2
გრანტის მიმღები
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული წამყვანი ორგანიზაცია, პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს მხრიდან, პროგრამაში ჩართული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები საქართველოს მხრიდან
მუხლი 2
დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამა
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შემუშავებულია და ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე და რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი როგორც გერმანიის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდან
მუხლი 2
კომისია
საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ექსპერტთა ჯგუფი
მუხლი 2
პროექტი
გრანტის მოპოვების მიზნით, ფოლკსვაგენის ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი
მუხლი 2
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რუსთაველის ფონდიდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა
მუხლი 2
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
ფოლკსვაგენის ფონდის მხრიდან პროექტების შესაფასებლად კომისიისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები, სათანადო ქულების მითითებით
მუხლი 2
მიზნობრივი ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტისთვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიშები, რომელზეც მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა
მუხლი 2
ანგარიში
თითოეული საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფოლკსვაგენის ფონდსა და რუსთაველის ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
გრანტის მიმღებსა და რუსთაველის ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა
მუხლი 2
საკონკურსო განაცხადი
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ამ დებულებით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის ერთობლიობა
მუხლი 2
სტაჟირება
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, პოსტდოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და კვლევით ინსტიტუტში
მუხლი 2
სტიპენდია
დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული დოქტორანტის და პოსტდოქტორანტის საგრანტო დაფინანსება საქართველოს მხრიდან, რომელიც ირიცხება დოქტორანტის ან პოსტდოქტორანტის მიზნობრივ ანგარიშზე
მუხლი 2
ზედნადები ხარჯები
პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი ორგანიზაციის მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5 %-ს
მუხლი 2
გენერალური დირექტორი
რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი
მუხლი 2
ტრანში
პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 08.06.2018 კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 20.08.2019 მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 05.10.2015 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 09.06.2016 სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №178/ნ 2017 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა დანართი დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება არეგულირებს დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – რუსთაველის ფონდი) და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის (შემდგომში – ფოლკსვაგენის ფონდი) ერთობლივი საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) გამართვის წესს, საგრანტო პროექტების შეფასებისა და მონიტორინგის საკითხებს. 2. საგრანტო კონკურსის მიზანია ფოლკსვაგენის ფონდის ინიციატივის „ევროპასა და აზიას შორის – ფოკუსი კვლევასა და უმაღლეს განათლებაზე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ფარგლებში დაეხმაროს საქართველოს და კავკასიის რეგიონს ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტის კვალიფიკაციის განვითარებისათვის საჭირო მდგრადი ინსტიტუციური სისტემის შექმნასა და დანერგვაში და ხელი შეუწყოს გერმანიისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას. საგრანტო კონკურსის ამოცანებია დაეხმაროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს: ა) გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოქტორანტურის სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში; ბ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოქტორანტების მიერ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში; გ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, სამეცნიერო კვლევის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და დოქტორანტურის სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების ფარგლებში საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებაში; დ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით გერმანიისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებაში. 3. საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოსა და ფოლკსვაგენის ფონდის ბიუჯეტებიდან.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გრანტი – რუსთაველის ფონდის მიერ გაცემული დაფინანსება გამარჯვებული პროექტების განხორციელებისათვის; ბ) წამყვანი ორგანიზაცია საქართველოს მხრიდან – საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს მხრიდან პროექტის ხელმძღვანელს, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და პოსტდოქოტრანტებს, ასევე დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას რუსთაველის ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; გ) წამყვანი ორგანიზაცია გერმანიის მხრიდან – გერმანიაში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. წამყვანი ორგანიზაცია გერმანიის მხრიდან უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს გერმანიის მხრიდან, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, ასევე დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გერმანიის მხრიდან პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად; დ) პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის კვლევით პროექტს; ე) პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მხრიდან – გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო/აკადემიური პერსონალი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას; ვ) დოქტორანტი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომელსაც დისერტაციის ადგილობრივ ხელმძღვანელთან ერთად, სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევს გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო/აკადემიური პერსონალი; ზ) პოსტდოქტორანტი – საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით; თ) გრანტის მიმღები – საგრანტო კონკურსში გამარჯვებული წამყვანი ორგანიზაცია, პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს მხრიდან, პროგრამაში ჩართული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები საქართველოს მხრიდან; ი) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამა – დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შემუშავებულია და ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე და რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი როგორც გერმანიის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდან; კ) კომისია – საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ექსპერტთა ჯგუფი; ლ) პროექტი – გრანტის მოპოვების მიზნით, ფოლკსვაგენის ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; მ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რუსთაველის ფონდიდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა; ნ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფოლკსვაგენის ფონდის მხრიდან პროექტების შესაფასებლად კომისიისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები, სათანადო ქულების მითითებით; ო) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტისთვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიშები, რომელზეც მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; პ) ანგარიში – თითოეული საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფოლკსვაგენის ფონდსა და რუსთაველის ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში; ჟ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და რუსთაველის ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; რ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ს) საკონკურსო განაცხადი – საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ამ დებულებით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის ერთობლიობა; ტ) სტაჟირება – საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, პოსტდოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და კვლევით ინსტიტუტში; უ) სტიპენდია – დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული დოქტორანტის და პოსტდოქტორანტის საგრანტო დაფინანსება საქართველოს მხრიდან, რომელიც ირიცხება დოქტორანტის ან პოსტდოქტორანტის მიზნობრივ ანგარიშზე; ფ) ზედნადები ხარჯები – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი ორგანიზაციის მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5 %-ს; ქ) გენერალური დირექტორი – რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი; ღ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ყ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს. მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება 1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საგრანტო კონკურსის წესით. 2. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფოლკსვაგენის ფონდი. 3. ფოლკსვაგენის ფონდი უზრუნველყოფს: ა) საგრანტო კონკურსის პირობების მომზადებას, გამოცხადებასა და ინფორმაციის გავრცელებას; ბ) ფოლკსვაგენის ფონდის ელექტრონულ სისტემაში პროექტების რეგისტრაციასა და რუსთაველის ფონდისათვის რეგისტრირებული პროექტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას; გ) საგრანტო კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარდგენილი საკონკურსო განაცხადის შესაბამისობის დადგენას საგრანტო კონკურსის პირობებთან; დ) პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას, მათ შორის კომისიის დამტკიცებას; ე) კომისიის შეფასების საფუძველზე, ფონდის მიერ დამტკიცებული გამარჯვებულ პროექტის წარმდგენებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და გრანტის გაცემას; ვ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს და რუსთაველის ფონდისთვის პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 4. რუსთაველის ფონდი უზრუნველყოფს: ა) ინფორმაციის გავრცელებას ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების შესახებ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებაში; ბ) რუსთაველის ფონდის მიერ გაცემულ თანადაფინანსების ნაწილში პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; გ) ფოლკსვაგენის ფონდის კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების დამტკიცებასა და საჭიროების შემთხვევაში, პროექტებში ცვლილებების შეტანას; დ) გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და გრანტის გაცემას; ე) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. მუხლი 4🔗. სუბიექტები 1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) წამყვან ორგანიზაციას საქართველოს მხრიდან; ბ) წამყვან ორგანიზაციას გერმანიის მხრიდან; გ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოს მხრიდან; დ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს გერმანიის მხრიდან; ე) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტებს საქართველოს მხრიდან – პროექტში ჩართული უნდა იყოს არაუმეტეს 10 დოქტორანტი საქართველოს მხრიდან, რომლებიც შეირჩევიან კონკურენტული და გამჭვირვალე საგრანტო კონკურსის შედეგად;  ვ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტებს გერმანიის მხრიდან – პროექტში ჩართული უნდა იყოს არაუმეტეს 2 დოქტორანტი გერმანიის მხრიდან, რომლებიც შეირჩევიან კონკურენტული და გამჭვირვალე საგრანტო კონკურსის შედეგად;  ზ) დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ პოსტდოქტორანტებს საქართველოს მხრიდან – პროექტში შეიძლება ჩართული იყოს არაუმეტეს 1 პოსტდოქტორანტი საქართველოს მხრიდან; თ) დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ პოსტდოქტორანტებს გერმანიის მხრიდან – საჭიროების შემთხვევაში პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს 1 პოსტდოქტორანტი გერმანიის მხრიდან, რომელიც ჩაანაცვლებს დოქტორანტს; ი) დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ აკადემიურ პერსონალს – პროექტის ხელმძღვანელის ჩათვლით თითოეული მხრიდან (როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის მხრიდან) პროექტში უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ 4 აკადემიური პერსონალი. 2. დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული დოქტორანტების და პოსტდოქტორანტების რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ოდენობას, თუ ისინი სხვა წყაროდან ფინანსდებიან. მუხლი 5🔗. საგრანტო კონკურსის პირობები 1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგძლივობა უნდა იყოს 4 წელი. 2. საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს არაუმეტეს 5 პროექტის დაფინანსებას ფოლკსვაგენის ფონდთან ერთად. 3. კომისიის რეკომენდაციითა და ფოლკსვაგენის ფონდისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ცვლილება. 4. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: ა) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ერთობლივი სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დოქტორანტების, პროექტში ჩართული პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სამეცნიერო-კვლევით ვიზიტებს/სტაჟირებას; გ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დოქტორანტების, პროექტში ჩართული პოსტდოქტორანტის და აკადემიური პერსონალის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სამეცნიერო-კვლევით ვიზიტებს/სტაჟირებას; დ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელების ან/და გაზიარების მიზნით ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას. 5. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრატეგიული განვითარების გეგმას, ეფუძნებოდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე არსებულ ან დაგეგმილ სტრუქტურას. პროექტში ჩართული უნდა იყოს რამდენიმე დეპარტამენტი ან/და ფაკულტეტი ან პროექტი უნდა ემსახურებოდეს მდგრადი ინსტიტუციური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, მაგალითად, თემატურად ფოკუსირებული დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას (არაუმეტეს ორი პროგრამისა ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში), რაც თავის მხრივ დაკავშირებული იქნება სადოქტორო სკოლების (Graduate schools) განვითარებასთან. 6. საგრანტო კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) ჰუმანიტარული მეცნიერებები; ბ) სოციალური მეცნიერებები; გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ე) ინჟინერია. მუხლი 6🔗. საგრანტო კონკურსის ფინანსური უზრუნველყოფა 1. გრანტის ფარგლებში რუსთაველის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს: ა) დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში საქართველოს მხრიდან ჩართული დოქტორანტების სტიპენდიას; ბ) დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში საქართველოს მხრიდან ჩართული პოსტდოქტორანტების სტიპენდიას; გ) დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში საქართველოს მხრიდან ჩართული პროგრამის ხელმძღვანელის, დოქტორანტის, პოსტდოქტორანტისა და აკადემიური პერსონალის მივლინების ხარჯებს; დ) საქონლისა და მომსახურების ხარჯებს; ე) არაფინანსურ აქტივებს; ვ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის ტექნიკური ადმინისტრირებისთვის საქართველოს მხრიდან ჩართული წამყვანი ორგანიზაციის ზედნადებ ხარჯებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები განიმარტება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კლასიფიკაციით. 3. გრანტის ფარგლებში ფოლკსვაგენის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს: ა) დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული გერმანული მხარის პერსონალის ხარჯებს 1 ან 2 დოქტორანტისთვის. დასაბუთების შემთხვევაში, ერთი დოქტორანტი შეიძლება ჩაანაცვლოს ერთმა პოსტდოქტორანტმა; ბ) საქართველოს მხრიდან დოქტორანტურის ერთობლივ, სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული მაქსიმუმ 10 დოქტორანტისა და 1 პოსტდოქტორანტის სტიპენდიას; გ) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიმდინარე პირდაპირ ხარჯებს, რაც შეიძლება მოიცავდეს დოქტორანტებისა და პროექტის ხელმძღვანელის ვიზიტების ხარჯებს, ერთობლივი კურსებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხარჯებს, ჯამში წელიწადში არაუმეტეს 60 000 ევროსი; დ) დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრირების პროცესში საჭირო სხვა ხარჯებს, როგორიცაა სახარჯი მასალების, კომუნიკაციის და ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯი, ჯამში წელიწადში არაუმეტეს 40 000 ევროსი. 4. თითოეული პროექტის ფარგლებში რუსთაველის ფონდი დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში საქართველოს მხრიდან ჩართულ სუბიექტებს დაუფინანსებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს ჯამში – წელიწადში არაუმეტეს 75 000 ევროსი, 4 წლის განმავლობაში ჯამში – არაუმეტეს 300 000 ევროსი თითო პროექტზე. 5. თითოეული პროექტის ფარგლებში ფოლკსვაგენის ფონდი დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში საქართველოს და გერმანიის მხრიდან ჩართულ სუბიექტებს დაუფინანსებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს წელიწადში არაუმეტეს 175 000 ევროსი, 4 წლის განმავლობაში არაუმეტეს 700 000 ევროსი ერთ პროექტზე. 6. რუსთაველის ფონდის მხრიდან გასაცემი დაფინანსება, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩაირიცხება საქართველოს მხრიდან გრანტის მიმღების ანგარიშზე ტრანშების სახით. პირველი ტრანში გადაირიცხება ავანსის სახით, ხოლო ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება წინა პერიოდის ანგარიშის რუსთაველის ფონდში წარდგენის და შესაბამისი განხილვის აქტის შედგენის საფუძველზე. მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. დადგენილი ფორმების შესაბამისად, ფოლკსვაგენის ფონდის ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაცია, კერძოდ: ა) ინფორმაცია წამყვანი ორგანიზაციების, პროექტის სათაურის, ხანგრძლივობისა და მთლიანი ბიუჯეტის შესახებ; ბ) დამატებითი დოკუმენტები (PDF ფორმატით): ბ.ა) თავფურცელი, ხელმოწერილი პროექტის ხელმძღვანელების მიერ; ბ.ბ) სამოტივაციო წერილი; ბ.გ) პროექტის აბსტრაქტი ინგლისურ და გერმანულ ენებზე (მაქსიმუმ ½ გვ. თითოეული); ბ.დ) პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 15 გვ. უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტისა მიზნების, ამოცანების შესახებ, უნივერსიტეტისა და რეგიონისთვის სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ, სასწავლო და აკადემიური ხელმძღვანელობის კონცეფციას, მონაწილეთა შერჩევის წესს, ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს, მოსამზადებელ სამუშაოს ინფორმაციას, ჩართულ მხარეთა – ინსტიტუციებისა და მეცნიერების შესახებ ინფორმაციას, სამუშაოს განხორციელების აღწერას, გეგმა-გრაფიკს და ფუნქციების განაწილების სქემას, ინფორმაციას მოსალოდნელი შედეგების შესახებ); ბ.ე) ბიუჯეტის დასაბუთება; ბ.ვ) პროექტის პერსონალის მოკლე CV-ები, 5 ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის მითითებით; ბ.ზ) წამყვანი ორგანიზაციის/უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილი; გ) სხვა დამხმარე დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში, არასავალდებულო); 2. საჭიროების შემთხვევაში ფოლკსვაგენის ფონდს უფლება აქვს მოითხოვოს განმცხადებლისგან დამატებითი დოკუმენტაცია წარდგენა. მუხლი 8🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები საგრანტო კონკურსის ეტაპებია: ა) ფოლკსვაგენის ფონდისა და რუსთაველის ფონდის შეთანხმებით საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) საკონკურსო განაცხადების წარდგენა ფოლკსვაგენის ფონდში; გ) ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დამტკიცებული კომისიის მიერ პროექტის შეფასება; დ) კომისიის მიერ განხორციელებული შეფასებების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება რუსთაველის ფონდის მიერ; ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება 1. პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ფოლკსვაგენის ფონდი. 2. ფოლკსვაგენის ფონდი ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს. 3. კომისიის დაკომპლექტება მოხდება ფოლკსვაგენის ფონდის მიერ.  მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის განმცხადებელთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის განმცხადებლისგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. მუხლი 11🔗. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება 1. კომისიის შეფასებისა და ფოლკსვაგენის ფონდთან საბოლოო შეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ შედგენილი რანჟირებული სიებიდან გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები. 2. გამარჯვებული პროექტების გამოვლენის შემდგომ რუსთაველის ფონდის მიერ დამტკიცდება გამარჯვებული პროექტები და გრანტის მიმღებთან გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება. მუხლი 12🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანში გრანტის მიმღებს გადაერიცხება ავანსის სახით. გრანტის მიმღების მიერ, შესაბამისი ანგარიშის ფოლკსვაგენის ფონდისა და რუსთაველის ფონდისთვის წარდგენის საფუძველზე, ხორციელდება დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი, რომელიც მოიცავს პროექტის ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის მიმღებისთვის რუსთაველის ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას რუსთაველის ფონდი უფლებამოსილია დაეყრდნოს ფოლკსვაგენის ფონდის მიერ მოწოდებულ და გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ ინფორმაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. 4. მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით. 5. ანგარიშების განხილვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფოლკსვაგენს ფონდი და რუსთაველის ფონდი ვალდებულები არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია გაწეული ხარჯების და შესრულებული აქტივობების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად. მუხლი 13🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება პროექტის შეჩერების, შეწყვეტის და დასრულების წესი და პირობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.