„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 05.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №448
სარეგისტრაციო კოდი 130050000.10.003.020157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 181 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 20.02.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 03.02.2026 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 30.03.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 01.04.2019 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 20.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №448 2017 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე მუხლი 1🔗 „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სსმ, 22/03/2017, №477-IIს) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  განისაზღვროს  „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა თანდართული სახით.   მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განისაზღვროს სპეციალური სამსახურების შემდეგი ნუსხა: 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის: ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ბ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; გ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი); დ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი); ე) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ბ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 3. სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახური და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი.