შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 03.06.1993
ძალაში შესვლა 03.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430000000.00(3).00.000075
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt 45.0pt 1.0in 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი,
გამომდინარეობენ რა ორივე ქვეყნის მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ინტერესებიდან
− ხელმძღვანელობენ რა თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით,
−ითვალისწინებენ რა ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას,
− თვლიან ორ ქვეყანას შორის ამ თანამშრომლობის განვითარებისათვის ხანგრძლივი საფუძვლის შექმნას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
კარი 1
მონაწილე მხარეები აღმოუჩენენ დახმარებას ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას და ერთობლივად განსაზღვრავენ ასეთი თანამშრომლობის სფეროებსა და კონკრეტულ მიმართულებებს.
კარი 2
ამ შეთანხმების შესაბამისად მხარეებს შორის თანამშრომლობა შესაძლებელია ისეთ სფეროებში,
როგორიცაა:
1. სამეცნიერო და ტექნიკური დელეგაციების ცალკეული მეცნიერებისა და სპეციალისტების გაცვლა;
2. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის და დოკუმენტაციის, ნაწარმის ნიმუშებისა და მასალების,
„ნოუ-ჰაუს“ ლიცენზიების გაცვლა;
3. სამეცნიერო-ტექნიკური სიმპოზიუმების სამეცნიერო კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზება;
4. ერთობლივი კვლევებისა და სამუშაოების ჩატარება,
აგრეთვე დამუშავებისა და კვლევების შედეგების გაცვლა;
5. სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სხვა ფორმებიც შეიძლება ურთიერთშეთანხმებული იქნენ.
კარი 3
მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას ამ შეთანხმების საფუძველზე დადებული კონტრაქტებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
კარი 4
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტს ამ შეთანხმების აღმასრულებელ ორგანოებად.
საჭიროების შემთხვევაში ორი კომიტეტი განიხილავს სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საქართველო-ჩინეთის კომისიის შექმნის საკითხს.
კარი 5
მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობისას წამოჭრილი კომერციული,
საფინანსო და იურიდიული ხასიათის საკითხები უნდა გადაწყდეს ცალკეული ოქმებისა და კონტრაქტების საფუძველზე, რომლებიც დაიდება ორივე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კარი 6
მონაწილე მხარეები ვალდებულებას იღებენ არ გადასცენ ამ შეთანხმების საფუძველზე მათი წარმომადგენლებისგან მიღებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია და დოკუმენტაცია ნებისმიერ მესამე ქვეყანას, მხარის ოფიციალური თანხმობის გარეშე.
კარი 7
ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდგომი ხუთი წლის პერიოდით, თუ ერთი მონაწილე მხარე ამ შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე წერილობით ფორმაში არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის სურვილს მისი მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
ხელმოწერილია ქ. პეკინში 1993 წლის 3 ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ და ჩინურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. თანდართული რუსული ტექსტი ითვლება სამუშაოდ.
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)