ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 11.12.1998
ძალაში შესვლა 20.11.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480040050.02.002.000494
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 24/05/2004
matsne.gov.ge 3,469 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.1998 მიღება
20.11.2003 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 განმარტებები 1. ამ ხელშეკრულების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1.1. „სახელმწიფო“ − საქართველოს მხრიდან − საქართველო, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან − თურქეთის რესპუბლიკა; 1.2. „კანონმდებლობა“ − მე-2 მუხლში აღნიშნული კანონები და სხვა ნორმატიული აქტები; 1.3. „უფლებამოსილი ორგანო“ − საქართველოს მხრიდან სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, შესაბამისი სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან − შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო და შესაბამისი სამინისტროები; 1.4. „პასუხისმგებელი ორგანო“ − მე-2 მუხლში აღნიშნული კანონმდებლობის შესრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანო; 1.5. „დაზღვეული პირი“ − პირი, რომელზეც მე-2 მუხლში აღნიშნული კანონმდებლობა ვრცელდება; 1.6. „დაზღვევის პერიოდი“ − სადაზღვევო თანხის გადახდის პერიოდი; 1.7. „ოჯახის წევრი“ − მხარეების კანონმდებლობით განსაზღვრული პირები; 1.8. „საცხოვრებელი ადგილი“ − მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; 1.9. „დროებითი საცხოვრებელი ადგილი“ − ერთ-ერთ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მეორე ქვეყანაში დროებითი საცხოვრებელი ადგილი; 1.10. „დახმარება“ − მხარეების კანონმდებლობით გათვალისწინებული პენსია და სხვა დახმარება. 2. ყველა ტერმინს, რომელიც არ არის განმარტებული ამ მუხლში, აქვს კანონმდებლობით მინიჭებული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗 ხელშეკრულების გამოყენების სფერო 1. ამ ხელშეკრულების განხორციელებისას გამოიყენება შემდეგი საკანონმდებლო აქტები: ა) საქართველოს მხრიდან: - საკანონმდებლო აქტები, რომლებიც აწესრიგებენ საქართველოს სოციალური დაცვის საკითხებს − შრომის, დასაქმების, საპენსიო უზრუნველყოფის, სახელმწიფო სოციალური დაზღვევის და ზიანის ანაზღაურებას. ბ) თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან: - მუშებზე (სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მუშების ჩათვლით) დადგენილი სოციალური დაზღვევის (ავადმყოფობისას, მშობიარობისას, სამუშაოზე მიღებული ტრავმისას, პროფესიული დაავადებისას, ინვალიდობისას, მოხუცებულობისას და გარდაცვალებისას) კანონმდებლობა; - თურქეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდის შესახებ სახელმწიფო მოხელეებზე დადგენილი კანონმდებლობა (ინვალიდობისას, მოხუცებულობისას და გარდაცვალებისას); - მცირე ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებზე, ხელოსნებზე, სხვა დამოუკიდებლად მომუშავეებზე სოფლის მეურნეობის დარგში თავისი რისკით მომუშავეებზე დადგენილი კანონმდებლობა, (ინვალიდობისას, მოხუცებულობისას და გარდაცვალებისას); - 506-ე სოციალური დაზღვევის კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებულ ფონდებთან დაკავშირებული კანონმდებლობა; 2. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებისას. მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული კანონმდებლობის შემცვლელი დამატებების შემტანი და გამაერთიანებელი სხვა იურიდიული აქტებიც გამოიყენება. 3. ერთი მხარე თავის კანონმდებლობაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ მეორე მხარეს აუწყებს 3 თვის განმავლობაში. თუ ეს ცვლილებები და დამატებები მისაღებია მეორე მხარისათვის აღნიშნული ცვლილებები სამი თვის განმავლობაში ხელშეკრულებაში შეიტანება. 4. სოციალური დაცვის რომელიმე ახალი ორგანოს ჩამოყალიბების შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმდება ახალი დამატებითი ხელშეკრულება. მუხლი 3🔗 პირები რომლებზეც ვრცელდება ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულების მოქმედება ვრცელდება ორივე ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. მუხლი 4🔗 მხარეთა თანასწორობა მე-3 მუხლში გათვალისიწინებული პირები ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებების განხორციელებისას სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მუხლი 5🔗 დახმარების ექსპერტი 1. მე-3 მუხლში გათვალისწინებულ პირებს ერთი მხარის კანონმდებლობის საფუძველზე გაწეული დახმარება, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული დახმარებების ჩათვლით, მეორე მხარეში ცხოვრების გამო არ შეუმცირდა, არ შეუწყდება, არ გაეყინება, არ გაუუქმდება, კონფისკაციას არ დაექვემდებარება და მეორე მხარეს გადაეცემა. 2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირების მიმართ, მათი მესამე ქვეყანაში ყოფნის შემთხვევაში, გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები. თავი II კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები მუხლი 6🔗 პირებზე, რომლებიც ამ ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლებით არ არიან გათვალისწინებული, გავრცელდება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ისინი მუშაობენ. მუხლი 7🔗 1. ერთი მხარის კანონმდებლობას დაქვემდებარებული, დამსაქმებლის მიერ მეორე მხარის ქვეყანაში 24 თვეზე ნაკლები დროით სამუშაოდ გაგზავნილი პირი, ჩაითვლება, რომ ამ სამუშაოებს პირველი მხარის ქვეყანაში ასრულებს და მხოლოდ გამგზავნი მხარის ქვეყნის კანონმდებლობას დაექვემდებარება. ორი მხარის უფლებამოსილი ორგანოების წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში ამ ვადის გაზრდა შეიძლება 60 თვემდე. 2. ერთ-ერთი ქვეყანის საზღვრებში თავისი კაპიტალით მომუშავე პირი, რომელიც თავისი ფუნქციების შესასრულებლად დროებით მეორე ხელშემკვრელ მხარეში იმყოფება, ამ ქვეყანაში ჩამოსვლიდან 24 თვის განმავლობაში პირველ ქვეყანაში მომუშავედ ჩაითვლება და პირველი ქვეყნის კანონმდებლობას დაექვემდებარება. ორი მხარის უფლებამოსილი ორგანოების წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში ამ ვადის გაზრდა შეიძლება 60 თვემდე. 3. მხარეები ერთ-ერთში მდებარე საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვის კომპანიის ცენტრში ან სატელეკომუნიკაციო ფირმებში მომუშავე პირზე, მეორე ქვეყანაში გაგზავნის შემთხვევაში ვრცელდება გამგზავნი მხარის კანონმდებლობა. 4. გემის ეკიპაჟზე და სხვა პერსონალზე გავრცელდება იმ მხარის კანონმდებლობა, რომელი ქვეყნის დოშის ქვეშ გემი დაცურავს. 5. ერთ-ერთი მხარის ქვეყანაში არსებულ ფილიალში ან მუდმივ წარმომადგენლობაში მომუშავე პირებზე გავრცელდება ის კანონმდებლობა, სადაც დაარსებულია ფილიალი ან მუდმივი წარმომადგენლობა. 6. ერთი მხარის სახელმწიფო ორგანოებში, ოფიციალურ წარმომადგენლობებში ან ასეთი რანგის ორგანოებში მომუშავე პირებზე გავრცელდება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. ამ პირებმა მეორე მხარის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ან თუ მუდმივად გადავიდნენ ამ ქვეყანაში საცხოვრებლად, სამსახურის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ ამ ქვეყნის კანონმდებლობაზე დაქვემდებარება. მუხლი 8🔗 დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები 1. დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მომუშავე და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება წარმგზავნი მხარის კანონმდებლობა. 2. ერთი მხარის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მომუშავე პირებზე, რომელნიც არ არიან გამოგზავნილი თავისი ქვეყნიდან, ვრცელდება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც არის განლაგებული წარმომადგენლობა. 3. იმ ქვეყნის მოქალაქეებს ან იმ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს, სადაც მდებარეობს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობისადმი დაქვემდებარება, თუ მათზე არ გავრცელდა ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების მოქმედება. მუხლი 9🔗 გამონაკლისი მომუშავისა და დამსაქმებლის ერთობლივი მოთხოვნის შესაბამისად, ორივე მხარის უფლებამოსილი ორგანოების, ან ამ ორგანოების მხრიდან მითითებული უფლებამოსილი სხვა ორგანოების საერთო შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების დებულებების გამოყენებაში დაიშვება გამონაკლისი შემთხვევები. თავი III კერძო დებულებები ნაწილი I დახმარებები ავადმყოფობისა და მშობიარობის დროს მუხლი 10🔗 დაზღვევის პერიოდების გაერთიანება თუ მხარეებიდან ერთ-ერთის კანონმდებლობით ავადმყოფობისა და მშობიარობისათვის დახმარების მიღება გარკვეული პერიოდის დაზღვევის ან სტაჟის აუცილებელ ქონასთან არის დაკავშირებული, ერთი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაზღვევის პერიოდების გაერთიანების გზით, მეორე მხარის კანონმდებლობის მიხედვით შესრულებულ პერიოდად ჩაითვლება. ამასთან, დაზღვევის პერიოდები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს. მუხლი 11🔗 პროტეზები, მასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფულადი დახმარებები 1. პროტეზები და მასთან დაკავშირებული სამედიცინო დახმარებები, გარდა სასწრაფო შემთხვევებისა, პირს გაეწევა უფლებამოსილი ორგანოსაგან მიღებული ნებართვის საფუძველზე. 2. ფულად დახმარებას (დღიური გადასახდელი) პირს უხდის უფლებამოსილი ორგანო საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 3. ხელშემკვრელი მხარის დებულებებით დაზღვეულ პირზე გასაცემი ფულადი დახმარებები ოჯახის წევრების სულადობის მიხედვით თუ განისაზღვრება, მეორე მხარის სახელმწიფოში მცხოვრები ოჯახის წევრებიც გაითვალისწინება. მუხლი 12🔗 ორსულობისა და მშობიარობისათვის დახმარებები 1. მომუშავე დაზღვეულ ქალს ორსულობისა და მშობიარობისათვის დახმარება ეძლევა მხარეების კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარების სახით. 2. თუ დაზღვეულ ქალს, ორსულობისა და მშობიარობისათვის დახმარების მიღების უფლება აქვს ორივე ქვეყანაში, მასზე იმ ქვეყნის კანონმდებლობა გავრცელდება, სადაც დაიბადა ბავშვი. ნაწილი II ინვალიდობის, მოხუცებულობის და მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიები მუხლი 13🔗 სოციალური დაზღვევის პერიოდების გაერთიანება 1. მხარეები კანონმდებლობის მიხედვით პირის მიერ დახმარების მიღების, მისი შენარჩუნების ან ახალი უფლების მიღების საჭიროების შემთხვევაში ერთი მხარის უფლებამოსილი ორგანო მხედველობაში იღებს მეორე მხარის დაზღვევის პერიოდებს, ამასთან დაზღვევის პერიოდები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების გავრცელების შემთხვევაში არ შეგროვდა დახმარების გაცემისათვის საჭირო დაზღვევის პერიოდი, უფლებამოსილი ორგანო მესამე ქვეყანაში გატარებულ დაზღვევის პერიოდსაც ჩათვლის იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანასთან რომელიმე მხარეს დადებული აქვს ხელშეკრულება აღნიშნულის შესახებ. 3. მხარეები ერთ-ერთი კანონმდებლობის მიხედვით პირისათვის დახმარების განსაზღვრისათვის მხედველობაში მიიღებენ მეორე მხარის დაზღვევის პერიოდებს და პირველად მუშაობის დაწყების თარიღს. მუხლი 14🔗 12 თვეზე ნაკლების დაზღვევის პერიოდები მხარეებიდან, ერთ-ერთის კანონმდებლობის მიხედვით გატარებული სადაზღვევო პერიოდი თუ 12 თვეზე ნაკლები იქნება, ამ შემთხვევაში იმ ქვეყნის კანონების მიხედვით, სადაც პირი მუშაობს, ამ თორმეტ თვეზე ნაკლებ პერიოდისათვის რომელიმე დამხარება (პენსია) თუ არის დაწესებული, მხოლოდ იმ დახმარებას (პენსიას) მიიღებს. ამასთან ერთად ის პერიოდები მეორე მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნება დახმარების (პენსიის) უფლების მოპოვებისათვის. მუხლი 15🔗 დახმარების გაანგარიშება 1. თუ ერთ მხარის კანონმდებლობის მიხედვით, მე-13 მუხლის მოქმედების არ გავრცელების შემთხვევაში იქნება მოპოვებული დახმარების მიღების უფლება, ამ მხარის უფლებამოსილი ორგანო მხოლოდ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამის სადაზღვევო პერიოდებს გაითვალისწინებს და დახმარებას დანიშნავს. 2. თუ პირველი პუნქტის თანახმად ვერ იქნება მოპოვებული დახმარების (პენსიის) მიღების უფლება, ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით დაზღვევის პერიოდები გათვალისწინებულ იქნება და დახმარება (პენსია) ქვემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშდება: უფლებამოსილი ორგანო მხედველობაში მიიღებს ორივე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით გასულ სრულ სადაზღვევო პერიოდს და ყოველთვიური დახმარების ოდენობა განისაზღვრება სრული სადაზღვევო პერიოდის მხოლოდ იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად არის შესრულებული. 3. თუ მხარეების კანონმდებლობაში დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს ნორმები, ისინი ხელშეკრულებაშიც იქნება გათვალისწინებული. ნაწილი III სამსახურეობრივი ტრავმები და პროფესიული დაავადებები მუხლი 16🔗 დახმარებები 1. დაზღვეული პირი, რომელმაც დაზღვევის პერიოდში სამსახურეობრივი ტრამვა ან პროფესიული დაავადება მიიღო, სამედიცინო დახმარების გარდა, ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლში აღნიშნული დაზღვევის პერიოდის გათვალისწინებით, დახმარებით დამზღვევი მხარის კანონმდებლობის მიხედვით სარგებლობს. 2. დაზღვეულმა პირმა, რომელმაც მიიღო სამსახურეობრივი ტრამვა ან პროფესიული დაავადება, საცხოვრებლად მეორე ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში ამ დახმარებებით სარგებლობას გააგრძელებს. მუხლი 17🔗 თუ ერთი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, პირის სამუშაო ტრამვის ან პროფესიული დაავადების შემდეგ მისი შრომისუნარიანობის შემცირების დონის დადგენის დროს, მეორე მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული და პირის მიერ უფრო ადრე მიღებული ტრამვები მხედველობაში მიიღება, აღნიშნულ პირზე გასაცემი დახმარების დანიშვნა მოხდება მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 18🔗 პროფესიულ დაავადებებთან დაკავშირებული დახმარებები პირი, რომელიც, მუშაობდა პროფესიული დაავადებების გამომწვევ სამსახურში ორივე ქვეყანაში, ამ დაავადების მიღების შემთხვევაში თვითონ ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები დახმარებას მიიღებენ იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც ეს პირი უკანასკნელად მუშაობდა. მუხლი 19🔗 პირის მიმართ, რომელიც პროფესიული დაავადების გამო დახმარებას იღებს ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე მხარის ქვეყანაში ყოფნის პერიოდში გაურთულდება დაავადება, გამოიყენება ქვემოაღნიშნული წესები: 1. თუ მეორე ხელშემკვრელ მხარეში საცხოვრებლად გადასულ მუშას არ უმუშავია პროფესიული დაავადებების დამამძიმებელ სამსახურში, დაზღვეული პირის პირველი მხარის იმ უფლებამოსილმა ორგანომ, სადაც იგი რეგისტრირებულია, უნდა გაითვალისწინოს ავადმყოფობის გართულება და საკუთარი კანონმდებლობის მიხედვით გაუწიოს სათანადო დახმარება. 2. პირს, რომელსაც მეორე ხელშემკვრელ მხარეში იგივე ან მსგავს სამსახურში მუშაობის გამო გაურთულდა დაავადება, პირველი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, სადაც რეგისტრირებული იყო პირი, დახმარებას გაუწევს გართულებამდელი მდოგმარეობის მიხედვით საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად. საცხოვრებლად გადასული ახალი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, სადაც პირი რეგისტრირებულია, მოახდენს მუშისათვის დაავადების გართულებამდე და გართულების შემდეგ განკუთვნილი დახმარების რაოდენობის გამოანგარიშებას და გადაუხდის სხვაობას. ნაწილი IV ოჯახური დახმარებები მუხლი 20🔗 დახმარებების დანიშვნა 1. ოჯახის წევრისათვის დახმარების გადახდის უფლება მეორე მხარეს მცხოვრები ბავშვების ჩათვლითაც იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება, სადაც ეს პირია დაზღვეული. 2. თუ ბავშვებისათვის დახამრება ორივე მხარის კანონმდებლობის მიხედვით არის მოპოვებული, იგი გაიცემა იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ნაწილი V უმუშევართა დახმარება მუხლი 21🔗 უმუშევრობის დახმარებისათვის საჭირო პირობები უმუშევართა დახმარებები იმ ქვეყნის კანონმდებლობით გაიცემა, სადაც პირი არის დაზღვეული. დახმარების დასანიშნად მეორე მხარეში მოპოვებული დაზღვევის პერიოდებიც გათვალისწინებული იქნება. თავი IV სამედიცინო კონტროლი მუხლი 22🔗 მხარეებიდან ერთ-ერთში მცხოვრები, ან დროებით საცხოვრებლად გადასული პირის შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში, ერთი მხარის კანონმდებლობით გაწეული სამედიცინო კონტროლის ხარჯების ანაზღაურების წესი ორ ქვეყანას შორის დადებული ცალკე ხელშეკრულებით განისაზღვრება. თავი V სხვადასხვა დებულებები მუხლი 23🔗 სახელმძღვანელო ხელშეკრულება ამ ხელშეკრულების გამოყენებასთან დაკავშირებული წესები მხარეების უფლებამოსილ ორგანოს შორის დადებული ცალკე ხელშეკრულებით დგინდება. მუხლი 24🔗 ინფორმაციის გაცვლა და ორგანიზაციული დახმარება 1. ამ ხელშეკრულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი ორგანოები: 1.1. ამ ხელშეკრულების განხორციელებისათვის კანონმდებლობით დაშვებულ ყოველგვარ ინფორმაციას მხარეები მიაწოდებენ ერთმანეთს; 1.2. ამ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კანონმდებლობის შესაბამისად, რაიმე დახმარების გადახდა, ან ამ დახმარების მიღებაზე უფლების დათმობისათვის მხარეები ერთმანეთს საჭირო დახმარებას უწევენ; 1.3. ამ ხელშეკრულების განხორციელებისათვის მიღებული ყოველგვარის ზომები ან ხელშეკრულების გამოყენებაზე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს უმოკლეს დროში; 2. თუ სახელმძღვანელო ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ხარჯები საორგანიზაციო დახმარებებზე, მაშინ მათი განხორციელება უფასოა. 3. ამ ხელშეკრულების მიხედვით ერთი მხარისაგან მეორე მხარის მიმართ რომელიმე პირის შესახებ გაგზავნილი სრული ცნობები, ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის ნებართვის მიღებამდე არ გამოქვეყნდება, საიდუმლოდ შეინახება და მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გამოიყენება. მუხლი 25🔗 გადასახადის, საფასურის და ხარჯებისაგან გათავისუფლება ან შეღავათი ამ ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების გამოყენებისათვის საჭირო ყოველგვარი ცნობა ან დოკუმენტი გათავისუფლებულია ხარჯების გადახდისაგან (გადასახადი, საფასური, საკონსულო ან მმართველობითი ხარჯები). ამ ხელშეკრულების განხორციელებისათვის მომზადებული ყველანაირი ცნობა დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობის დამოწმებისაგან ან მსგავსი ფორმალობებისაგან გათავისუფლებულია. მუხლი 26🔗 საინფორმაციო ენა ამ ხელშეკრულების განხორციელებისათვის მხარეების უფლებამოსილი ორგანოები ორივე მხარის სახელმწიფო ენით სარგებლობენ. მუხლი 27🔗 მოთხოვნის, ინფორმაციისა და პრეტენზიების შეტყობინება 1. მხარეებიდან ერთ-ერთის კანონმდებლობის მიხედვით ერთი მხარის უფლებამოსილ ინსტანციაში ან ორგანოში კანონით დადგენილ ვადაში დახმარების გადახდის ან დახმარების უფლების დანიშვნაზე შეტანილი მოთხოვნა, ინფორმაცია ან პრეტენზია მეორე მხარის უფლებამოსილ ინსტანციაში ან ორგანოში შეტანილად ჩაითვლება. იგივე წესი სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებებში და პრეტენზიებშიც გამოიყენება. 2. ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად დახმარების დანიშვნაზე მოთხოვნა მეორე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულ მოთხოვნად ჩაითვლება. 3. პირველი და მეორე პუნქტების გამოყენებით წარდგენილი მოთხოვნა, ინფორმაცია ან პრეტენზია ერთი მხარის უფლებამოსილ ინსტანციას ან ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა მეორე მხარის უფლებამოსილ ინსტანციას ან ორგანოს. მუხლი 28🔗 დახმარებების გადახდა მხარეების უფლებამოსილი ორგანოები, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დახმარებებს გადაიხდიან იმ ფულის ერთეულით, რომელიც დადგენილია სახელმძღვანელო ხელშეკრულებაში. მუხლი 29🔗 უთანხმოებების მოგვარება 1. მხარეების უფლებამოსილი ორგანოები მხარეებს შორის ამ ხელშეკრულების განმარტების და გამოყენების თაობაზე წარმოშობილ უთანხმოებებს მოლაპარაკების გზით აგვარებენ. 2. 6 თვის განმავლობაში უთანხმოების მოუგვარებლობის შემთხვევაში მხარეებიდან ერთ-ერთის მოთხოვნით, საკითხს, არბიტრს გადასცემენ. 2.1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეთანხმებულ საბჭოში საკითხის გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში დანიშნავს არბიტრს. ამ გზით დანიშნული ორი არბიტრი, შეტყობინებიდან ორი თვის განმავლობაში მესამე ქვეყნის წარმომადგენელს დანიშნავს მესამე არბიტრად. 2.2. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არბიტრს არ დანიშნავს, მეორე ხელშემკვრელი მხარე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს და სთხოვს არბიტრი დანიშნოს. მესამე არბიტრის შერჩევაში თუ ვერ შეთანხმდებიან, მიმართავენ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს. 2.3. თუ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს თავმჯდომარე გახდება ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი, ამ მუხლით მინიჭებული უფლებები სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ან მესამე ქვეყნის მაღალი რანგის მოსამართლეს გადაეცემა. 3. არბიტრაჟი ხმების უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებებს. არბიტრაჟის გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისათვის სავალდებულოა. თითოეული მხარე ანაზღაურებს თავისი წარმომადგენლების ხარჯებს. სხვა მათ მიერ თანაბრად გაიყოფა. არბიტრაჟი თავად განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 30🔗 გარდამავალი დებულებები 1. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე დამთავრებული ყველანაირი სადაზღვევო პერიოდი ხელშეკრულების მიხედვით დახმარების მოპოვებისათვის იქნება გათვალისწინებული. 2. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე წინა პერიოდისათვის დახმარების გადახდის უფლება არ წარმოიშობა. 3. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ მოხუცებულობის, ინვალიდობის ან მარჩენალის დაკარგვის გამო დახმარების მიღების უფლებაზე გამოიყენება ამ მუხლის მეორე პუნქტი. მაგრამ, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან დახმარების მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში დახარება ინიშნება და სხვაობაც გაიცემა. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ორი წლის გასვლის შემდეგ დახმარება დაინიშნება მიმართვის დღიდან. მუხლი 31🔗 ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა 1. ეს ხელშეკრულება მოქმედებს 5 წლის ვადით და ძალაში შედის აუცილებელი იურიდიული პროცედურების შესრულების საფუძველზე მხარეების წერილობითი შეტყობინების შემდეგ. თუ მხარეებიდან ერთ-ერთი, ამ მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ერთწლიანი პერიოდით. 2. ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლში აღნიშნული პირების მიერ მოპოვებული უფლებები ძალას არ კარგავს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაწყებული გადაუჭრელი საკითხის განხილვისათვის შეხვედრები გაგრძელდება და უთანხმოების შემთხვევაში იგი გადაწყდება 29-ე მუხლის შესაბამისად. შესრულებულია 1998 წლის 11 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში ქ. იზმირში. ორივე ტექსტი შედგენილია ქართულ და თურქულ ენებზე ორ პირად და ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. (ხელმოწერილია) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით ვიქტორ იაშვილი სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე (ხელმოწერილია) თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით აჰმედ შადარი სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთს მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის შესაბამისად ორივე მხარის პასუხისმგებელი ორგანოები შეთანხმდნენ შემდეგზე: ნაწილი I ძირითადი დებულებები მუხლი 1🔗 განსაზღვრებები საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში ძირითადი ხელშეკრულება) პირველ მუხლში გათვალისიწინებული ტერმინები, ამ ხელშეკრულებით იგივე მნიშვნელობით გამოიყენება. მუხლი 2🔗 ხელშეკრულების განხორციელების საკონტაქტო ორგანო 1. ხელშეკრულების განხორციელების საკონტაქტო ორგანო ა) საქართველოს მხრიდან: ძირითადი ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სამსახურეობრივი ტრამვის, პროფესიული დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების დროს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილი საკონტაქტო ორგანო: ა.1. საქართველო სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი-თბილისი, რომელიც განიხილავს მოსახლეობის მოხუცებულობით, ინვალიდობით და გარდაცვალების გამო პენსიების დანიშვნა-გაცემის საკითხებს; ა.2. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი-თბილისი, რომელიც განიხილავს უმუშევართა დახმარების დანიშნა-გაცემის საკითხებს; ა.3. საქართველოს შრომის დაცვის სახელმწიფო ინსპექცია-თბილისი. რომელიც განიხილავს სამსახურეობრივი ტრამვით და პროფესიულ დაავადებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხებს; ა.4. საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი-თბილისი, რომელიც განიხილავს პროტეზებისა და ინვალიდთა რეაბილიტაციის საკითხებს; ა.5. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო-თბილისი, რომელიც განიხილავს ოჯახური დახმარების დანიშვნა-გაცემის საკითხებს; ბ) თურქეთის მხრიდან: ძირითადი ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სამსახურეობრივი ტრამვის, პროფესიული დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების დროს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების საკონტაქტო ორგანოებისა: ბ.1. სოციალური დაზღვევის საზოგადოების მთავარი სამმართველო-ანკარა, რომელიც განიხილავს მუშების (აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მუშათა) საკითხებსა და სოციალური დაზღვევი №506-ე კანონის XX მუხლთან დაკავშირებულ „საპენსიო ფონდის“ საკითხებს; ბ.2. თურქეთის რესპუბლიკის „პენსიონერთა ფონდის“ მთავარი სამმართველო-ანკარა: განიხილავს სახელმწიფო მოხელეებისა და სხვა მომსახურე პერსონალის საკითხებს; ბ.3. „ბაღ-ქურ“-ის მთავარი სამმართველო-ანკარა: განიხილავს ხელოსნებთან, ხელოვნებთან, სოფლის მეურნეობის დარგში დამოუკიდებლად მოღვაწეებთან, აგრეთვე სხვა დამოუკიდებლად დასაქმებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს; 2. საკონტაქტო ორგანოები ვალდებულნი არიან პრაქტიკულად განახორციელონ ამ ხელშეკრულებით დადგენილი საკითხები. ხელშეკრულები მოქმედებაში მოყვანის დროს მათ მჭიდრო ურთიერთკავშირი ექნებათ და კონტაქტს დაამყარებენ პასუხისმგებელ ორგანოებთან. 3. საკონტაქტო ორგანოები ხელშეკრულების განხორციელებისათვის შეიმუშავებენ საჭირო ფორმის ანკეტას. მუხლი 3🔗 დახმარების გაცემა ძირითადი ხელშეკრულებით დადგენილი წესების მიხედვით დაზღვეული პირები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, დახმარებას პირადად მიიღებენ. ნაწილი II განხორციელებულ საკითხებთან დაკავშირებული წესები მუხლი 4🔗 დაზღვევის ცნობის გაცემა ძირითადი ხელშეკრულების მე-7 მუხლის 1,2,3,4 პუნქტების, მე-6 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში მონაწილე მხარემ წარმომადგენელი ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოებს პირის საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარუდგინოს. აღნიშნული საბუთი დაზღვეული უნდა იყოს. ზემოაღნიშნულ საბუთს გასცემს ის საკონტაქტო ორგანო, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციასთან, სადაც პირი დაეზღვია. მუხლი 5🔗 არჩევანის უფლება ძირითადი ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული არჩევანის უფლება დაზღვეულ პირს მუშაობის დაწყებიდან სამი თვის მანძილზე შეუძლია გამოიყენოს. იმ პირებს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. დაზღვეულმა პირმა, თავისი არჩევანი განმარტებითი სახით შესაბამის ინსტანციებში 3 ეგზემპლარად უნდა წარადგინოს. ერთ ეგზემპლარი ეძლევა დამსაქმებელ ორგანიზაციას, რომელშიც პირი მუშაობს. ეს უკანასკნელი ერთ ეგზემპლარს დასამოწმებლად წარმომადგენელი ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანიზაციას უგზავნის. დაზღვეული პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა იურიდიულ ძალას იძენს წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ძირითადი შეთანხმების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით თუ დაზღვეული პირი არ გამოიყენებს არჩევანის უფლებას, მასზე იმ მხარის კანონმდებლობა ვრცელდება, რომელშიც იგი მუშაობდა. მუხლი 6🔗 პროტეზები, მასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფულადი დახმარებები 1. პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ ნებადართულია ისეთი დახმარების გაცემა, რომლის ღირებულება 200 ამერიკულ დოლარს არ აღემატება. ეს წესი ეხება პროტეზებსა და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებებს. აღნიშნულ შემთხვევაში დახმარებების გამცემი პასუხისმგებელი ორგანიზაცია, მხარეების მიერ ერთობლივად შემუშავებულ ანკეტას (ფორმას) უგზავნის პირის დამზღვევ პასუხისმგებელ ორგანიზაციას, ეს უკანასკნელი ავსებს ანკეტას და ორგანიზაციას დახმარებისათვის თანხმობას აძლევს. იმ შემთხვევაში, როცა საპროტეზო და მასთან დაკავშირებული სამედიცინო დახმარების ჩატარება ხდება ნებართვის გარეშე დამხმარე ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანო, მეორე მხარის პასუხისმგებელი ორგანოს უგზავნის ანგარიშს სამედიცინო დახმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ. 2. როდესაც თანხა 1 პუნქტში მითითებულ ოდენობას აჭარბებს. დახმარებების გაცემა პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს ნებადართული. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცემული დახმარების ხარჯები დაფარული არ იქნება. 3. ფულადი დახმარება, პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ პირადად დაზღვეულ პირს გადაეცემა. ნაწილი III განსაკუთრებული დებულებები თავი I დახმარებები ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების შემთხვევაში მუხლი 7🔗 დახმარების გაცემა ძირითადი ხელშეკრულების მე-15 მუხლის 1 და 2 პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული დახმარება გაიცემა მხარეების კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერიოდში, დახმარება გაიცემა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი მეორე ან მესამე ქვეყანაში ცხოვრობს. თავი II ოჯახური დახმარებების გაცემა მუხლი 8🔗 ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ ძირითადი ხელშეკრულების მე-20 მუხლის შესაბამისად, დახმარების მიღებაზე უფლების გამოყენების მსურველი პირი, ოჯახის წევრებთან ერთად დაწერილ განმარტებით წერილს დახმარების გამცემ ორგანოს უგზავნის, ან იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უგზავნის, რომელშიც ის იმყოფება. დახმარების გამცემი ორგანო, დახმარებებს კანონით გათვალისწინებული დროის მონაკვეთში გასცემს. თავი III უმუშევართა დახმარება მუხლი 9🔗 უმუშევრობის დახმარების გაცემის პირობები უმუშევრობის დაზღვევის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ დახმარების დანიშვნისას თუ პირი ორ ქვეყანაში არის დაზღვეული, დაზღვევის პერიოდები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს. თავი IV მუხლი 10🔗 დახმარების გაცემის ფორმა ძირითადი ხელშეკრულების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად დახმარება, ძირითადი ხელშეკრულების 28-ე მუხლის გათვალისწინებით წარმოდგენილი ქვეყნის მიერ მისი ვალუტით შეიძლება იქნეს გაცემული. ფულადი დახმარება ფოსტის ან ბანკის მეშვეობით გაიცემა. ფულის ტრანსფერის ხარჯები დახმარების მიმღებთ აღნიშნული ტრანსფერიდან დაუკავდებათ. ნაწილი IV სამედიცინო კონტროლი მუხლი 11🔗 სამედიცინო შემოწმება 1. პასუხისმგებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, იმ ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანო, რომელშიც პირი მუდმივად ან დროებით ცხოვრობს, მას სამედიცინო კონტროლზე აიყვანს და საბოლოო შედეგებს წარმომადგენელი ქვეყნის ორგანო უგზავნის. 2. სამედიცინო შემოწმების ხარჯებს გაიღებს ის ქვეყანა, რომელიც სამედიცინო შემოწმებას მოითხოვს. ნაწილი V სხვადასხვა დებულებები მუხლი 12🔗 ინფორმაციის და პროტესტის შეტყობინება 1. დაზღვეული პირები, რომლებსაც გარდაეცვალათ მარჩენალი, ყოველთვიურ დახმარებას ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანოდან მიიღებენ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. პასუხისმგებელი ორგანო, პირის მოთხოვნებს თავისი ქვეყნის კანონების მოთხოვნების შესაბამისად დააკმაყოფილებს. მესამე ქვეყანაში მცხოვრები პირები ან მოთხოვნის უფლების მქონე პირები, თავის მოთხოვნილებებს საბოლოოდ იმ პასუხისმგებელ ორგანოს წარუდგენენ, სადაც იგი დაზღვეული არის. მომთხოვნი შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფ საბუთების წარდგენას ორი ქვეყნის დამზღვევ ორგანოს ან ორგანოებზე, ან იმ მეწარმეთა შესახებ, რომლებმაც პირი დაასაქმეს, აგრეთვე უზრუნველყოფს საბუთებს იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც იგი დამოუკიდებლად ეწეოდა. 2. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანო ამ ქვეყანაში მცხოვრები პირის მოთხოვნას მიიღებს, განიხილავს საბუთებს, ქვეყანაში მისი დაზღვევის პირობებს აჯამებს, რეგისტრაციაში ატარებს და მას მეორე ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უგზავნის სადაზღვევო სტაჟის შესასწავლად და დასადასტურებლად. 3. მეორე მხარის პასუხისმგებელი ორგანო, დაინტერესებული, იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც პირი ცხოვრობს, პირის მიერ პირველ ქვეყანაში გაკეთებულ დაზღვევის დროს აფიქსირებს, ადგენს ანკეტას და უგზავნის მომთხოვნ მხარეს. 4. პასუხისმგებელი ორგანოების ერთმანეთს აცნობებენ დაზღვეულთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 5. ძირითადი შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად, პირმა პროტესტი შეიძება გაუგზავნოს, როგორც დაინტერესებულ ორგანოს, აგრეთვე იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს, რომელშიც ის ცხოვრობს. აღნიშნული ორგანო პროტესტს, დანართებთან ერთად, მეორე დაინტერესებული ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის. ნაწილი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 13🔗 ხელშეკრულების ძალაში შესვლა 1. ეს ხელშეკრულება მოქმედებს 5 წლის ვადით და ძალაში შედის აუცილებელი იურიდიული პროცედურების შესრულების საფუძველზე მხარეების წერილობით შეტყობინების შემდეგ. თუ მხარეებიდან ერთ-ერთი, ამ მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ერთწლიანი პერიოდით. 2. ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლში აღნიშნული პირების მიერ მოპოვებული უფლებები ძალას არ კარგავს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.  ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუჭრელი საკითხის განხილვისათვის შეხვედრები გაგრძელდება და უთანხმოების შემთხვევაში იგო გადაწყდება 29-ე მუხლის შესაბამისად. შესრულებულია 1998 წლის 11 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში ქ. იზმირში. ორივე ტექსტი შედგენილია ქართულ და თურქულ ენებზე ორ პირად და ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. (ხელმოწერილია) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით ვიქტორ იაშვილი სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე (ხელმოწერილია) თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით აჰმედ შადარი სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე