საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 21.09.2017
ძალაში შესვლა 21.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №177/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016502
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2017
matsne.gov.ge 427 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2017 მიღება
21.09.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 05.03.2018 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 18.06.2019 ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 27.09.2019 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 25.06.2025 ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 22.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით; ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას; სურვილი აქვთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში. 2.   შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს: a)  პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; b)  ორმხრივი, რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს მხარეების საერთო ინტერესს; c) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა. მუხლი 2🔗 1. შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში. 2. მხარეები წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების/კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს. მუხლი 3🔗 მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით. მუხლი 4🔗 მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, თავიანთ ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში, ყველა ქვეყანასთან ერთად, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, და ინიციატივების განხორციელებას იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმების მიზნით, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენ. მუხლი 6🔗 მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 7🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.  მუხლი 8🔗 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. 2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2017 წლის 21 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით