საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;
ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას;
სურვილი აქვთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
1. მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში. 2. შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს: a) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; b) ორმხრივი, რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს მხარეების საერთო ინტერესს; c) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა. მუხლი 2
1. შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში. 2. მხარეები წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების/კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს. მუხლი 3
მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით. მუხლი 4
მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, თავიანთ ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში, ყველა ქვეყანასთან ერთად, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, და ინიციატივების განხორციელებას იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმების მიზნით, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენ. მუხლი 6
მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 7
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 8
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. 2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2017 წლის 21 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ მიღებულია 21.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №177/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016502.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“, №177/1, 21.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016502 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3825563/